ბართომეუ ცოცხალი თავით გადადგომას არ აპირებს

AutoSharing Option
როგორც ჩანს, "ბარსელონას" პრეზიდენტი ჟოზეპ ბართომეუ სავარძლის შესანარჩუნებლად ბოლომდე იბრძოლებს.

"მუნდო დეპორტივოს" ცნობით, კლუბის დირექტორთა საბჭოს სხდომა რამდენიმე საათი გაგრძელდა და ბართომეუმ გადადგომაზე უარი განაცხადა. აგრეთვე არ დამტკიცდა თარიღი, რომელზეც ბართომეუსა და მისი გუნდისთვის უნდობლობის ვოტუმი რეფერენდუმზე უნდა გაიტანონ.

ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ კატალონიურმა კლუბმა მხარის გენერალიტეტს 1-2 ნოემბერს დანიშნული კენჭისყრის გადატანის თხოვნით მიმართა, თუმცა უარი მიიღო, ვინაიდან რეგიონში კომენდანტის საათია გამოცხადებული და ქუჩაში გასვლა რეკომენდებული არაა.

შეგახსენებთ, "ბარსას" გულშემატკივრებმა, კლუბის წესდებით, პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურა წამოიწყეს. ამ საკითხის რეფერენდუმზე გატანისათვის
საჭიროზე მეტი, 20 000-ზე მეტი ხელმოწერა შეაგროვეს და თუ რეფერენდუმის მონაწილეთა ორმა მესამედმა (მათგან 10% ე. წ. სოსიო,  ანუ კლუბის ოფიციალური წევრი უნდა იყოს) უნდობლობას დაუჭირა მხარი, კლუბის დირექტორატის წევრები ავტომატურად იხსნიან უფლებამოსილებას და ახალი არჩევნები ინიშნება.

მკითხველის კომენტარები / 2 /
ვააა, ეს რა მოუცილებელი ჭირი სჭირს, ბარსას?! ეტყობა დარჩა კიდევ "გასანადგურებელი" რაღაც-რაღაცეები და მერე წაეთრევა.
barsa
11:31 27-10-2020
1
ეს რა უბედურებაა.ამის შეყრას,შიდსის შეყრა სჯობნებია
სოსო
17:24 27-10-2020
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული