რატომ არის "ბარსელონა" კრიზისში? და ამ კრიზისის გადაჭრის გზა

AutoSharing Option
"ბარსელონა" შედის იმ გუნდებს შორის, რომელსაც გულშემატკივარი მუდამ მოგებას სთხოვს. 

მაგრამ დღეს კატალონიელების მდგომარეობა ძალიან მძიმეა, გუნდი კრიზისში იმყოფება. 

შეუსაბამობა

"ბარსელონას" ფილოსოფიის შეცვლა სჭირდება. როლანდ კუმანს სჯერა, რომ მოთამაშეები მის სათამაშო ფილოსოფიას შეეწყობიან, უბრალოდ გარკვეული დრო არის საჭირო ადაპტაციისთვის, მაგრამ ამ მომენტისთვის კატალონიელები საკუთარ თავს არ ჰგვანან. ისინი ვერ აძლევენ გუნდს იმას, რაც გულშემატკივრებს სჭირდებათ. შესაძლოა ჰოლანდიელი სპეციალისტის ფილოსოფია ვერ შეეწყოს გუნდს და კიდევ 1 წელი დაკარგონ, რაც უკვე ღრმა კრიზისში გადავარდნას გამოიწვევს. 


ელ კლასიკო

კლასიკოში მარცხი გუნდს ყოველთვის დაღს
ასვამს. "ბარსელონას" კი ბოლო სამი მატჩიდან არც ერთი არ აქვს მოგებული. მეტიც, მხოლოდ 1 ბურთის გატანა მოახერხა. ეს გუნდის მენტალიტეტზე, რა თქმა უნდა, ცუდად აისახება. 


მესის სათამაშო ფორმა

ცნობილი ფაქტია, რომ "ბარსელონა" მაშინ არის კარგ ფორმაში, როდესაც მათი არგენტინელი ლეგენდა ლეო მესი კარგ ფორმაშია. კონკრეტულ მატჩსაც კი მაშინ იგებს, როდესაც ლეოს თამაში მისდის. 

სამწუხაროდ, ამ სეზონში მესი თავის თავს არ ჰგავს. მხოლოდ და მხოლოდ 1 გატანილი გოლი ლა ლიგაში და ისიც პენალტით. 


შინაგანი კონფლიქტი

"ბარსელონას" ხელმძღვანელობამ ბოლო თვეების განმავლობაში ღირსება საბოლოოდ დაკარგა. უკიდურესად მძიმეა მათი და გუნდის ერთმანეთთან დამოკიდებულება. ბართომეუ არ აპირებს გადადგომას, რაც ამჟამინდელ სიტუაციას კიდევ უფრო ამწვავებს.


გრიზმანი გუნდს ვერ შეეწყო

ფრანგი ფორვარდი გუნდთან ადაპტაციას ვერ გადის. "ატლეტიკოდან" წამოსულმა შემტევმა საერთოდ ვერ გაამართლა. თითქოს დაკარგა გოლის გატანის ალღო. სავარაუდოდ, მას გაუშვებენ და როგორც დემბელეში, ასევე ანტუანში გადახდილ თანხას "ბარსელონა" ვერ ამოიღებს. 

სუსტი დაცვა

კატალონიელების დაცვის ხაზი ყოველთვის კრიტიკის ქვეშ იყო, მაგრამ წელს? წელს ეს დაცვა ვერაფერს ახერხებს. "ბარსელონას" ხელმძღვანელობა ცდილობდა ერიკ გარსიას ტრანსფერს, მაგრამ ვერ შეიძინეს. ასე რომ, "ბარსას" დაცვა საშინლად თამაშობს. 

პრობლემები ნახევარდაცვაში

ასევე უჭირს ნახევარდაცვას. გაუშვეს არტური და მოიყვანეს ასაკში მყოფი პიანიჩი. რამდენად გამართლებულია ეს ტრანსფერი, ვნახავთ. შანსი არ ეძლევა რიკი პუჩს, ბუსკეტსი ასაკში შევიდა. ვფიქრობ, არტურო ვიდალის გაშვება შეცდომა იყო. ნამდვილი მებრძოლი, რომელიც ბოლო წამამდე თამაშობდა. სწორედ ასეთ დროს, როცა გუნდს მოტივაცია აკლია, მისი საბრძოლო ჟინი იქნებოდა მოტივაცია გუნდისთვის.

სუარესის ტრანსფერი

ურუგვაელი ფორვარდის ტრანსფერი, ალბათ, ყველასთვის გაუმართლებელი იყო. თუ უშვებდნენ ლუისს, უნდა მოეყვანათ მისი შემცვლელი. დღეს "ბარსელონას" ცუდ ფორმაში მყოფი გრიზმანი და ბრაიტვეიტი ჰყავს. გაუმართლებელია შენი მეტოქისთვის შენი საუკეთესო ცენტრფორვარდის მიყიდვა ან თუ გაყიდვაა, შემცვლელი უნდა მოეყვანათ, მაგალითად, ლაუტარო მარტინესი.

გამოსავალი
- ბართომეუ უნდა გადადგეს 
- მოიყვანონ მაღალი დონის მცველი, მაგალითად, კულიბალი. 
- დააბალანსონ ნახევარდაცვა
- მოიყვანონ ცენტრფორვარდი, მაგალითად, ლაუტარო მარტინესი. 
- დაწყებული თაობათა ცვლა განაგრძონ და უფრო მეტად მისცენ შანსი ახალგაზრდებს, მაგალითად, რიკი პუჩს.
- ააწყონ თამაში გუნდზე და არა მესიზე, რადგან ეს უკანასკნელი რამდენიმე წელში დაასრულებს კარიერას და გუნდი წლების განმავლობაში ვეღარ დაბრუნდება. 
- თუ პეპს "სიტიდან" გაათავისუფლებენ, დააბრუნონ კატალონიაში, რადგან მასზე უკეთ დღეს არავის შეუძლია აათამაშოს "ბარსელონა" და მესი. 

წყარო - Marca

altბართომეუ ცოცხალი თავით გადადგომას არ აპირებს

მკითხველის კომენტარები / 10 /
მესის ადგილზე იუვეში გადავიდოდი კრიშტიანოსთან ვისთანაც ბოლო დროს მეგობრული ურთიერთობა აქვს.თუ წარმოგიდგენიათ ეს რომ მოხდეს რა იქნება,მთელი მსოფლიო ტელევიზორებთან იუვეს თამაშების დროს ამ ფეხბურთის ორი დენდის თამაშით უდიდესი სიამოვნების მისაღებად.აბა ამაზე კარგი რა შეიძლება მოხდეს ამ გაუბედურებულ მსოფლიოში.ოცნებები ხანდახან სრულდება.
ამაშია საქმე
17:33 27-10-2020
3
ჩემი აზრით მესის არ გაშვება შეცდომაა,აქ ფული მეორე ან სულაც მესამე დონის პრობლემაა,როცა შენი გუნდის ლიდერი ამბობს,მე ვეღარ ვხედავ ჩემს მომავალს გუნდის პერსპექტივაში და გამიშვი,უნდა გაუშვა იმიტომ რომ;1-ვერ იქნება ისეთი შემართებით,როგორსაც ვხედავდით.2-მას შენ სკამზე ვერ დასვავ,ჯერ ერთი იმიტომ,რომ მესია,მეორე მაშ რისთვის დატოვე?3-სულ ისმოდა ლაპარაკი,იმის შესახებ,რომ მესი ცდილობს ჩაერიოს გუნდის სატრანსფერო პოლიტიკაში,ვინმეს შეუძლია დაასახელოს ფეხბურთელი ვინც უნდოდა მას გვერდით ყოლოდა და შეიძინეს.4-ბარსელონას სატრანსფერო პოლიტიკაა ის ფაქტიურად რამაც ბარსელონა ამ დღეში ჩააგდო,სკამზე გყავდეს 300-350 მლ და ვერ იყენებდე,გუნდიდან უშვებდე ახალგაზრდა ძალიან კარგ ფეხბურთელ(ებს)ს და მოგყას პიანიჩი,სკამზე საჯდომად?,ამის შესახებ არა ერთხელ დაიწერა,რომ მესისა და "ბარსელონას მტერ"(სხვას ვერ ვუწოდებ ამ კაცს)ბართომეოს შორის ამის შესახებ დიდი უკმაყოფილებაა,ჩემი აზრით ბართომეო კი არ უნდა გაუშვან,უნდა დაიჭირონ,თუმცა ვფიქრობ,რომ მან იმდენი გააფუჭა ამან დიდად უშველოს გუნდს.
sake
14:34 27-10-2020
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული