ცნობილი გახდა მიზეზი იმისა, თუ რატომ დაემშვიდობა "რეალი" მცველ სერხიო რეგილიონს, რომელიც ამჟამად "ტოტენჰემის" ღირსებას იცავს.
El Confidencial-ის მტკიცებით, რეგილიონს დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა გუნდის მწვრთნელის, ზინედინ ზიდანის შვილთან, ლიუკა ზიდანთან. ამის გამო მას ზინედინთანაც გაუფუჭდა ურთიერთობა და "ტოტენჰემს" 30 მილიონ ევროდ მიჰყიდეს.
აღსანიშნავია, რომ "რეალი" ლიუკასაც დაემშვიდობა. ის თავისუფალი აგენტის სტატუსით "რაიო ვალეკანოში" გადავიდა.
"ტოტენჰემში" რეგილიონმა პრემიერლიგის 3 მატჩში 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.
აღსანიშნავია, რომ "რეალი" ლიუკასაც დაემშვიდობა. ის თავისუფალი აგენტის სტატუსით "რაიო ვალეკანოში" გადავიდა.
"ტოტენჰემში" რეგილიონმა პრემიერლიგის 3 მატჩში 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.