"რეალი" შეიძლება ზიდანისა და სერხიო რამოსის გარეშე დარჩეს

AutoSharing Option
"რეალი" მძიმე სიტუაციაშია და თუ 10 დეკემბერს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში საკუთარ მოედანზე "გლადბახს" ვერ მოუგებს და პლეი-ოფში ვერ გავა, მისი მწვრთნელი ზინედინ ზიდანი კლუბის პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა შეიძლება გადააყენოს, - ამტკიცებს COPE.

გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ზიდანი შესაძლოა, მაურისიო პოჩეტინიომ ან რაულმა შეცვალონ.

Onda Cero-ს ცნობით კი, "რეალი" 34 წლის კაპიტან სერხიო რამოსს ზაფხულში გუნდიდან თავისუფალი აგენტის სტატუსით წასვლა უნდა. მას იტალიური და ინგლისური კლუბები და პსჟ ეპატიჟებიან.

თანაც, მალე "სამეფო კლუბის" ხელმძღვანელობა ფეხბურთელებს ხელფასების შემცირებას სთხოვს
და სერხიო რამოსის გადაწყვეტილებაზე ამანაც შეიძლება გავლენა მოახდინოს.

მკითხველის კომენტარები / 3 /
ვარანი გაყიდეთ და კულიბალი იყიდეთ და ყველა პრობლემა მოგვარდება. არავინ არ ლაპარკობს იმაზე უკვე მერამდენედ აგებს გუნდი ვარანის სულელური შეცდომების გამო.
მამუკა
05:07 04-12-2020
0
Ori msoflios chempioni, ori ligis triumfatori, tan zidani rogorc fexburtelis aseve mcvrtnelis rangshi. Aserom kargad iyos peresi.
Milani
21:00 03-12-2020
6

სიახლეები პოპულარული