"ეს ფეხბურთია, ვიღაცამ უნდა წააგოს, ვიღაცამ მოიგოს..."- კოკე

AutoSharing Option
"ატლეტიკოს" ნახევარმცველმა, კოკემ ჩემპიონთა ლიგის ორი ფინალის მარცხზე კომენტარი გააკეთა. 

"ჩემპიონთა ლიგის ფინალში ორჯერ გასვლა გასაოცარია. ჩვენ იღბალმა ზურგი გვაქცია, მიუხედავად ამისა, ნანატრი ტიტულის მოგებასთან მაინც ძალიან ახლოს ვიყავი, მაგრამ ეს ფეხბურთია, ვიღაცამ უნდა წააგოს, ვიღაცამ - მოიგოს. 

ვფიქრობ, გულშემატკივრების გახარება და ჩემპიონთა ლიგის მოგება შეგვიძლია. ვიმედოვნებ, ამ დროს მე მოედანზე ვიქნები. თუ ეს ასე არ იქნება, მე დავრჩები აქ, რათა მოტივაცია მივცე სხვებს, რომ ვიბრძოლოთ ტიტულისთვის" - განაცხადა კოკემ. 

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, "ატლეტიკო" 2014 და 2016 წლებში ფინალში "რეალთან"
დამარცხდა. 

2014 წელს, "რეალმა" 4:1 იმარჯვა, მაგრამ აღსანიშნავია, რომ "ატლეტიკო" ბოლო წუთამდე 1:0 იგებდა, მაგრამ სერხიო რამოსმა გაათანაბრა. 

რაც შეეხება 2016 წლის ფინალს, ძირითადი დრო 1:1 დასრულდა და  საქმე პენალტების სერიამდე მივიდა, სადაც "თეთრებმა" 5:3 იმარჯვეს.  

მომზადებულია sports-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 1 /
Grizmans marcxena cota uket ro exmara 2016 cels tertmetmetrianamde ar mividoda saqme.
Milani
21:48 12-12-2020
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული