ლა ლიგის მე-14 ტურში "ბარსელონამ" 2:1 დაამარცხა ჩემპიონატის თანალიდერი "სოსიედადი".
პირველი ტაიმი მართლაც თვალსასეირო გამოდგა: ანგარიში 27-ე წუთზე ვილიან ჟოზემ გახსნა, თუმცა სტუმართა სიხარული ხანმოკლე აღმოჩნდა - მალე ჟორდი ალბამ საპასუხო გოლი გაიტანა. შესვენების წინ კი ალექს რემიროს კარი ფრენკი დე იონგმა დალაშქრა.
მეორე ტაიმში "ბარსამ" უფრო პასიურად ითამაშა, მაგრამ ამით ბასკურმა გუნდმა ვერ ისარგებლა.
"ბარსელონამ" 12 ჩატარებულ მატჩში 20 ქულა მოაგროვა, მეხუთე ადგილზეა და 19 დეკემბერს "ვალენსიას" უმასპინძლებს.