მესი "ბარსელონაში" დარჩენა-არდარჩენის გადაწყვეტილებას იანვარში მიიღებს

AutoSharing Option
ESPN-ის ცნობით, "ბარსელონას" კაპიტანმა ლეო მესიმ სხვა კლუბების ყოველგვარი შეთავაზებების განხილვაზე კატეგორიული უარი განაცხადა, რადგან ელოდება კლუბის ახალი პრეზიდენტის არჩევას, რომელიც 24 იანვარსაა დანიშნული.

მესი მაშინვე შეხვდება ახალ პრეზიდენტს, მოისმენს მის გეგმას გუნდის განვითარების შესახებ და პირადად მასთან დამოკიდებულებას, რის შემდეგ გადაწყვეტს, დარჩეს "ბარსაში" თუ სხვაგან გააგრძელოს კარიერა.

მესიმ ამ სეზონში ლა ლიგას 12 მატჩში 5 გოლი (2 პენალტით) გაიტანა და პსჟ და "მანჩესტერ სიტი" ეპატიჟებიან.

მკითხველის კომენტარები / 1 /
არსად გიშვებთ, ბარსას ლგენდა ბარსაში უნდა დარჩეს!
ბარსა მესი
13:13 19-12-2020
2

სიახლეები პოპულარული