პუჩის იმედი აქვს, რომ კუმანს გადააყენებენ

AutoSharing Option
"ბარსელონას" მწვრთნელმა რონალდ კუმანმა სეზონის დასაწყისში ურჩია 21 წლის ნახევრმცველ რიკი პუჩის სხვაგან გადასვლა, რადგან მისი ფიზიკური კონდიციები არ აკმაყოფილებს, მაგრამ ფეხბურთელმა უარი თქვა და უთამაშებელიც თურმე დიდად არ იკლავს ვარჯიშებზე თავს.

კუმანმა თავისი პოზიცია ისევ გაუმეორა, მაგრამ კვლავ უარი მიიღო. როგორც ესპანური მედია წერს, პუჩის ეიმედება, რომ კუმანი "ბარსას" სათავეში დიდხანს ვერ გაატანს და ახალი მწვრთნელი მის ტალანტს დააფასებს.

მკითხველის კომენტარები / 5 /
კუმანი მისი ამპარტავანებით ნეგატიურ დამოკიდებულებას იწვევს ადამიანებში.ვფიქრობ წელს გადააყენებენ!
ბონდო
12:21 20-12-2020
0
ძალიან ნიჭიერი რომ არის,ცხადია,მაგრამ ნიჭიერი და ზარმაცი,უკვალოდ დაკარგული,ჯერ მარტო ქართველი იმდენი ვიცით,რომ რიკის ვურჩევ,ვარჯიშებზე თავი მოიკლას.კუმანი თავისი თავის მტერი არ არის,გამოსადეგი ახალგაზრდა,უმიზეზოდ გაუშვას.სუარესის გაშვება,ვერც მე მომინელებია,მაგრამ გუნდის გაახალგაზრდავების დაწყება გადაწყვიტეს და მიზეზი მაინც მესმის.პუჩიმ კი,თავს უნდა ჰკითხოს მიზეზი.
სოსო
14:45 19-12-2020
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული