პუჩის იმედი აქვს, რომ კუმანს გადააყენებენ

AutoSharing Option
"ბარსელონას" მწვრთნელმა რონალდ კუმანმა სეზონის დასაწყისში ურჩია 21 წლის ნახევრმცველ რიკი პუჩის სხვაგან გადასვლა, რადგან მისი ფიზიკური კონდიციები არ აკმაყოფილებს, მაგრამ ფეხბურთელმა უარი თქვა და უთამაშებელიც თურმე დიდად არ იკლავს ვარჯიშებზე თავს.

კუმანმა თავისი პოზიცია ისევ გაუმეორა, მაგრამ კვლავ უარი მიიღო. როგორც ესპანური მედია წერს, პუჩის ეიმედება, რომ კუმანი "ბარსას" სათავეში დიდხანს ვერ გაატანს და ახალი მწვრთნელი მის ტალანტს დააფასებს.

მკითხველის კომენტარები / 5 /
კუმანი მისი ამპარტავანებით ნეგატიურ დამოკიდებულებას იწვევს ადამიანებში.ვფიქრობ წელს გადააყენებენ!
ბონდო
20 დეკემბერი 2020 12:21
0
ძალიან ნიჭიერი რომ არის,ცხადია,მაგრამ ნიჭიერი და ზარმაცი,უკვალოდ დაკარგული,ჯერ მარტო ქართველი იმდენი ვიცით,რომ რიკის ვურჩევ,ვარჯიშებზე თავი მოიკლას.კუმანი თავისი თავის მტერი არ არის,გამოსადეგი ახალგაზრდა,უმიზეზოდ გაუშვას.სუარესის გაშვება,ვერც მე მომინელებია,მაგრამ გუნდის გაახალგაზრდავების დაწყება გადაწყვიტეს და მიზეზი მაინც მესმის.პუჩიმ კი,თავს უნდა ჰკითხოს მიზეზი.
სოსო
19 დეკემბერი 2020 14:45
2
სოსოს-ს.თუ ვარჯიშებზეც არ მუშაობს,ეს პირდაპირი გზაა კარიერის დაღუპვისა.ბარსელონა ის კლუბი არ არის,ისეთი ახალგაზრდა ათამაშოს,ვინც თავისი სიძლიერის დამტკიცების მცდელობას,ვარჯიშებზეც კი არ ცდილობს.კუმანმა იმდენი ახალგაზრდა დააწინაურა,არ მესმის,პუჩი რატომ უნდა ამოეჩემებინა.ალბათ საქმისადმი,სწორედ ასეთი დამოკიდებულების გამო.კუმანმა გუნდის გაახალგაზრდავების მიზნით,სუარესიც კი გაუშვა და ახლა ახალგაზრდა, უმიზეზოდ მოიძულა?რაღაც ლოგიკაში ვერ ჯდება.გამიხარდება,თუ შენ მართალი აღმოჩნდები და პუჩი მხოლოდ მწვრთნელის ხუშტურის მსხვერპლი აღმოჩნდება.მაშინ სადაც წავა,იქ მაინც ათამაშდება.ვნახოთ,იქნებ თვითონ კუმანიც გაუშვას,ახალმა ხელმძღანელობამ და პუჩი დატოვოს.
სოსო
20 დეკემბერი 2020 18:21
0
სოსო, რა არის იცი? რიკი როცა ხედავს, რომ მწვრთნელს თვალში არ მოსდის და ამოჩემებული ყავს, ბუნებრივია, ხალისი ექნება დაკარგული ვარჯიშის მიმართაც. ეტყობა კუმანს ახასიათებს ვინმეს "ამოჩემება" და მერე როგორც წესი, პირდაპირ მიახლის " შენ ჩემს გეგმებში არ შედიხარო" ამიტომ სანამ დროა, რიკიმ თავს უშველოს და გაეცალოს ამ კუმანს, თორემ როგორც კარგი ფეხბურთელი, საერთოდ დაიკარგება. ბარსა
სოსოს
19 დეკემბერი 2020 15:55
0
ეს ბულდოგა კუმანი რას გადაეკიდა რიკის, იმდენს იზამს სანამ მართლა არ გადავა სხვა კლუბში. ჯერ იყო და მოსვლისთანავე დაეტაკა სუას (დღემდე ვერ მომინელებია სუას გაშვება) ეხლა რიკი ყავს მიზანში, ძაან მაგარი ნიჭიერი ფეხბურთელია. ესეთი გულგრილი დამოკიდებულება მწვრთნელის მხრიდან, უბრალოდ გაუგებარია.
ბარსა
19 დეკემბერი 2020 13:20
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული