"კამპ ნოუს" დანგრევა, ნეიმარის დაბრუნება - "ბარსას" პრეზიდენტობის კანდიდატების განცხადებები

AutoSharing Option
"ბარსელონას" პრეზიდენტის არჩევნები იანვარში ჩატარდება. რვავე კანდიდატი უკვე შეუდგა საარჩევნო კამპანიას და ხმამაღალი განცხადებებიც გააკეთეს.

ხორდი ფარე კატალონიურ კლუბში პსჟ-ის თავდამსხმელ ნეიმარის დაბრუნებას აპირებს: "აქ ნეიმარის დაბრუნება გაუხარდებათ, მაგრამ პირველ რიგში, მან მოთხოვნები უნდა შეამციროს და ყოველგვარი დამცირების გარეშე ბოდიში მოიხადოს. ყველანი ვუშვებთ შეცდომებს. ჩვენ მის გარემოცვას ვესაუბრეთ და მათ გვითხრეს, რომ ბრაზილიელი სახლში დასაბრუნებლად მზადაა. ვის არ უნდა, რომ გუნდში მსოფლიოს სამი საუკეთესო ფეხბურთელიდან ერთ-ერთი
დაბრუნდეს? არის ტრანსფერის მოთხოვნის ვარიანტი, მაგრამ საუკეთესო შემთხვევაში 40-45 მილიონი ევროს გადახდა შეგვიძლია.

მესი და ნეიმარი მომავალ წელს "ბარსელონაში" ერთად ითამაშებენ. დარწმუნებული ვარ, ლეოს წასვლა არ უნდა. მის გარემოცვას ველაპარაკე - მან თქვა, რომ დარჩენა სურს, ოღონდ ისეთი პროექტი უნდა წარუდგინონ, რომელიც გუნდს ძველი დიდების დაბრუნებაში დაეხმარება. ჩემი სტრატეგია იმაში მდგომარეობს, რომ ყოველ სეზონში კონტრაქტი განვუახლო, შემდეგ კი მესისა და "ბარსას" ერთობლივ ბრენდს შევქმნი. მერე მესის შეეძლება კლუბის საპატიო პრეზიდენტი გახდეს. თუმცა ახლა მძიმე სიტუაციასთან ადაპტირებაა საჭირო", - ციტირებს ხორდი ფარეს "მუნდო დეპორტივო".

AS-ის ცნობით კი, აგუსტი ბენედიტო "კამპ ნოუს" სტადიონის დანგრევას გეგმავს. ვარიანტი ორია: დანგრეულის ადგილზე ახლის აშენება და ამ პერიოდში გუნდი ოლიმპიურ სტადიონზე ითამაშებს ან - არენის სან-ჟუან-დესპიში აგება.

მკითხველის კომენტარები / 2 /
ავტორო, კომპანიას თუ კამპანიას. აბა რომელს შეუდგნენ იქნებ გამოიცნო ან დააზუსტო
გიორგი
21:25 21-12-2020
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული