ლა ლიგას მე-14 ტურში "ბარსელონასა" და "ვალენსიას" მატჩი 2:2 დასრულდა.
მესიმ ერთ გუნდში 643-ე გოლი გაიტანა და პელეს რეკორდი გაიმეორა. მან თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენა, თუმცა მეკარე დომენეკისგან მოგერიებული ბურთი ჟორდი ალბამ გადააწოდა და თავურით გაიტანა. ეს კარიერაში ლეოს მიერ თავით გატანილი 25-ე გოლია. სულ მის ანგარიშზე ყველა ტურნირზე 714 გოლია.
პირველი ტაიმის დასასრულს გრიზმანის წაქცევისთვის მსაჯმა "ვალენსიას" მცველი გაია გააძევა, მაგრამ ვიდეოგამეორების შემდეგ გადაწყვეტილება შეცვალა და ყვითელი ბარათი უჩვენა.
"ბარსელონა" 21 ქულით მეხუთე ადგილზეა და 21 დეკემბერს სტუმრად "ვალიადოლიდს" დაუპირისპირდება.
ბარსელონა. "კამპ ნოუ"
ბარსელონა - ვალენსია 2:2
გოლები: 0:1 დიაკაბი (29), 1:1 მესი (45+4), არაუხო (52), 2:2 გომესი (69)
გამოუყენებელი პენალტი: მესი (45+4)