უსმან დემბელემ ვარჯიში დაიწყო

AutoSharing Option
"ბარსელონას" ნახევარმცველმა უსმან დემბელემ მორიგი ტრავმა მოირჩინა და ვარჯიში დაიწყო.

"მარკას" ცნობით, დემბელე თავს კარგად გრძნობს და გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ივარჯიშა, თუმცა "ვილიარეალთან" მატჩის განაცხადში არ შეიყვანეს.

გამოცემის მტკიცებით, უსმანი სამშაბათს "ეიბართან" სათამაშოდ მზად იქნება.

დემბელემ ტრავმა "კადისთან" მატჩში მიიღო, ამ სეზონში კი ლა ლიგის 8 მატჩში 1 გოლი გაიტანა.

მკითხველის კომენტარები / 2 /
რამდენი ხნით? :)
დათო
15:39 22-12-2020
0
ჰა უსმან, აღარ დაიმტვრე ბიჭო!
გია
15:26 22-12-2020
0

სიახლეები პოპულარული