თავდამსხმელმა დიეგო კოშტამ "ატლეტიკო" დატოვა, - ამის შესახებ ინფორმაცია მადრიდულმა კლუბმა თავისი საიტით გაავრცელა.
"როხიბლანკომ" დაადასტურა, რომ ხელშეკრულების გაწყვეტა ფეხბურთელის ინიციატივით მოხდა.
32 წლის დიეგო კოშტამ "ატლეტიკოში" 215 მატჩში 83 გოლი გაიტანა დ 36 საგოლე გადაცემა გააკეთა. ის ამ გუნდის რიგებში 2014 წელს ესპანეთის ჩემპიონი გახდა.