კუმანს არ მოსწონს, როდესაც სუარესზე ეკითხებიან

AutoSharing Option
"ბარსელონას" მწვრთნელმა რონალდ კუმანმა თავისი გუნდის თავდამსხმელ ანტუან გრიზმანსა და "ატლეტიკოში" გადასულ ფორვარდ ლუის სუარესზე ისაუბრა:

"მე გრიზმანი მომწონს, მაგრამ იმ ფეხბურთელების არჩევა მიწევს, რომლებსაც სამ ნახევარმცველთან ერთად თამაში შეუძლიათ. დემბელე ფიზიკურად უმატებს.

სუარესი? არ მომწონს, როდესაც გამუდმებით მასზე მეკითხებიან. ლუისს ძალიან დიდ პატივს ვცემ, თუმცა ჩვენ ჩვენი თავდამსხმელები გვყავს", - ციტირებს კუმანს "მარკა".

სუარესს "ბარსას" დატოვება მწვრთნელად კუმანის დანიშვნის შემდეგ მოუწია, ახალ გუნდში კი ლა ლიგის 12 მატჩში 9 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.

მკითხველის კომენტარები / 6 /
მიდი სუა, შენი გოლებით მოიკითხე, კუმანი.
gela
06 იანვარი 2021 16:38
0
როგორ უნდა მოეწონოს,ამას ვინმემ კითხა გჭირდება თუ არა სუარესიო???მაღალი ხელფასი ქონდა და გაუშვეს,რა არის აქ გაუგებარი.სანამ კუმანს დანიშნავდნენ,მანამდე ქონდათ გადაწყვეტილი სუარესის გაშვება,ათჯერ თქვა ეს კუმანმა და ისევ იგივეს ეკითხებიან.
master
06 იანვარი 2021 13:19
1
ნაღდად მართალი ხარ ძმაო!
ბარსას
06 იანვარი 2021 19:55
0
მასტერ არ ხარ მართალი. კუმანი მოსვლისთანავე დაეტაკა, მაინცდამაინც სუარეს, მაგან არ უთხრა ლუისს? " შენ ჩემს გეგმებში არ შედიხარო" შეიძლება ეხლა ნანობს კიდევაც, უბრალოდ არ იმჩნევს. სუარესმა კი დაუმტკიცა კუმანს, თუ ვინ იყო ბარსაში საუკეთესო 9-ანი. სუარესის გაშვებით მესისაც გაუფუჭეს ხასიათი. მინდორზე ორივენი უსიტყვოდ უგებდნენ ერთმანეთს. მგონი სუარესის ბედი ელის რიკისაც, ეგეც არ მოსდის თვალში ამ კუმანს.
barsa
06 იანვარი 2021 16:37
0
ეს კუმანი იდიოდტია..
ჯერ სუარესი გააგდო და ახლა 9 ეძებს
მაიხედე აქეთ
06 იანვარი 2021 10:15
2
არა ბრაიტვეიტს ნამდვილად ჯობს სუარესი . ეყიდათ მაინც ვინმე . ჰოდა ეხლა სუარესი დიდი ალბათობით ჩემპიონიც გახდება
ტოტტი
06 იანვარი 2021 07:37
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული