15:00 16-06-2021
ეპოქა, რომელმაც წარუშლელი კვალი დატოვა კატალონიური გრანდის ისტორიაში, დღეს კი კლუბი დიდ კრიზისშია [VIDEO]
AutoSharing Option
ეჭვგარეშეა, რომ პეპ გვარდიოლას "ბარსელონა" ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია. თითქოს ესპანელმა მწვრთნელმა შეძლო და მექანიზმი ჩამოაყალიბა, რომელიც ბურთის კონტროლსა და მეტოქის დაცვის ხაზში სივრცეების გაჩენაზე იყო აგებული.
გუნდში ერთსულოვნება გახლდათ. ისინი თამაშობდნენ, როგორც ერთი, ინდივიდუალური მოთამაშე. ამაში პეპთან ერთად უდიდესი წვლილი სუპერნახევარდაცვის ტრიოს: ინიესტას, ხავისა და ბუსკეცს - ეკუთვნის.
რაც შეეხება შეტევას, აქ გამორჩეული მოთამაშეები თამაშობდნენ - ფეხბურთელები, რომლებისთვისაც კატალონიური გრანდის სახელის დაცვა პატივი გახლდათ.
დაცვაში კარლეს პუიოლი იდგა, სხვაზე რომ არაფერი ვთქვათ. ადამიანი, რომელიც სულით ხორცამდე "ბარსელონელია", რომელიც მოედანზე ყოველთვის ბოლომდე იხარჯებოდა.
ვფიქრობ, წარმატების სიმბოლო ყველაზე მეტად ერთსულოვნება და სწორი სათამაშო სქემა გახლდათ. შეუძლებელია ფეხბურთი გიყვარდეს და "ბარსელონას" ეს მდგომარეობა გიხაროდეს. მოსისხლე მტრის ბანაკის გულშემატკივარსაც კი მცირედით, მაგრამ მაინც დასწყდება გული, რადგან გამარჯვება მაშინაა ღირსეული და სასიხარულო, როდესაც შენი ოპონენტიც ფეხზე მყარად დგას.
გვარდიოლას წასვლის შემდეგ ლუის ენრიკემ შეძლო და ის დიდებული ეპოქა დაანახა გულშემატკივარს, მაგრამ ლუისის შემდეგ, ფაქტობრივად, ყველაფერი შეიცვალა და "ბარსელონამ" დაკარგა ის, რაც გულშემატკივარს ასე ძალიან უყვარდა: სილამაზე და შედეგიანობა.
საბოლოოდ, მივედით იქამდე, რომ კლუბი არათუ თასებს, არამედ კონკრეტულ მნიშვნელოვან მატჩებსაც კი ვეღარ იგებს.
თქვენი აზრით, რა უნდა შეიცვალოს კატალონიური გრანდის ფეხზე დასაყენებლად?
ასევე დაგაინტერესებთ
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული
მესი უნდა დარჩეს . იმ ბარსელონას გენიალობის ძირითადი განმაპირობებელი სწორედ მესი ოყო (რა თქმა უნდა სხვებთან ერთად)რაც გვარდიოლასაც უთქვამს და რომელიც რატომღაც არცეტთხელ არ უხსენებია ავტორს.