ლა ლიგას მე-18 ტურში "ბარსელონამ" გასვლაზე "გრანადა" 4:0 დაამარცხა.
მესიმ და გრიზმანმა დუბლები შეასრულეს და ამას გარდა, ამ უკანასკნელმა საგოლე გადაცემა გააკეთა.
"ბარსელონამ" ზედიზედ მესამე გამარჯვება იზეიმა, 34 ქულით მესამე ადგილზეა და 24 იანვარს სტუმრად "ელჩეს" დაუპირისპირდება.
მესი 11 გოლით ტურნირის ბომბარდირია. ის ლა ლიგის პირველი ფეხბურთელია, რომელმაც ზედიზედ 15 სეზონში 10+ გოლი გაიტანა. მის ანგარიშზე ბოლო 5 მატჩში 6 გოლი და 2 საგოლე გადაცემაა. მან ერთი გოლი საჯარიმოდან გაიტანა - სულ ჩემპიონატზე 402-ჯერ შეასრულა საჯარიმო და 36 გოლი გაიტანა. ეფექტურობამ 8.96% შეადგინა. საერთო ჯამში კი კლუბში საჯარიმოდან ყველა ტურნირზე 48 გოლი გაიტანა.
გრიზმანმა 8-მატჩიანი უგოლო სერია შეწყვიტა და წელს პირველად შეასრულა დუბლი.
ბუსკეტსმა "ბარსელონაში" მე-600 მატჩი ჩაატარა. მასზე მეტ შეხვედრაში მონაწილეობა მხოლოდ ხავიმ, მესიმ და ინიესტამ მიიღეს.