"ოსასუნასთან" მატჩის შემდეგ "რეალი" მადრიდში ვერ დაბრუნდა

AutoSharing Option
"ოსასუნასთან" ლა ლიგას მე-18 ტურის მატჩის შემდეგ "რეალი" მადრიდში ვერ დაბრუნდა. მიზეზი რთული მეტეოროლოგიური პირობებია, რის გამოც მადრიდში თვითმფრინავით გამგზავრება შეუძლებელი შეიქნა.

"სამეფო გუნდი" მალაგაში 11 იანვარს გაფრინდება, სადაც სუპერთასის ნახევარფინალში "ბილბაოს" დაუპირისპირდება.

მოკლედ, საერთო ჯამში "რეალს" პამპლონაში 3 დღე მოუწევს დარჩენა და კორონავირუსის გამო ფეხბურთელებსა და პერსონალს სასტუმროს ნომრების დატოვება აკრძალული აქვთ.

"რეალისა" და "ბილბაოს" შეხვედრა 14 იანვარს გაიმართება.

მკითხველის კომენტარები / 2 /
გორის დილა ჩემპიონია!!!
გენა
15:54 11-01-2021
0
რეალ, საერთოდ დარჩენილხართ მანდ.
გია
14:55 11-01-2021
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული