ტერ შტეგენმა 2 პენალტი მოიგერია და "ბარსა" ფინალში გავიდა[VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
კორდობაში ჩატარებულ ესპანეთის სუპერთასის ნახევარფინალში "ბარსელონამ" პენალტების სერიაში "სოსიედადი" დაამარცხა და ფინალში გავიდა.

მატჩის წინ ბასკური გუნდის ნახევარმცველმა მიკელ მერინომ თქვა, რომ "ბარსელონამ" "კამპ ნოუზე" უკანასკნელ მატჩში მათ კი სძლია 2:1, მაგრამ დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს და ამჯერად გამარჯვებისა და ფინალში "რეალთან" შეხვედრის იმედი გამოთქვა.

ლა ლიგაზე "გრანადასთან" მატჩისას "ბარსელონას" კაპიტანმა ლეო მესიმ მცირე ტრავმა მიიღო და "სოსიედადთან" არ უთამაშია. 39-ე წუთზე "ბარსელონა" ფრენკი დე იონგმა დააწინაურა, ხოლო 51-ე წუთზე მიკელ ოიარსაბალმა თერთმეტმეტრიანიდან საპასუხო გოლი გაიტანა. ვერც ძირითადმა და ვერც დამატებითმა დრომ
გამარჯვებული ვერ გამოავლინა და პენალტების სერია დაინიშნა, სადაც მეკარე მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა 2 დარტყმული მოიგერია, მისმა გუნდმა 3:2 იმარჯვა და ფინალში გავიდა.

"ბარსას" თავდამსხმელმა ანტუან გრიზმანმა თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენა - ეს ყველა ტურნირზე მის მიერ გაცუდებული ზედიზედ მეხუთე პენალტია.

ფინალში "ბარსელონა" "რეალსა" და "ბილბაოს" შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული