შესაძლოა, მესიმ სუპერთასის ფინალი გამოტოვოს

AutoSharing Option
შესაძლოა, "ბარსელონას" ლიდერმა ლიონელ მესიმ ესპანეთის სუპერთასის ფინალი გამოტოვოს.

კატალონიელთა თავკაცმა რონალდ კუმანმა ამ თემასთან დაკავშირებით მცირედი კომენტარი გააკეთა.

"მესისთან დაკავშირებით დაცდა მოგვიწევს. ჩვენ არ ვიცით, რა მდგომარეობაშია ლეო ტრავმის შემდეგ. ყველაფერი მალე გაირკვევა" - განაცხადა ნიდერლანდელმა სპეციალისტმა.

"ბარსელონამ" "სოსიედადს" პენალტების სერიაში სძლია და ესპანეთის სუპერთასის ფინალში გავიდა.

ფინალში "ბლაუგრანა" ბილბაოს "ატლეტიკსა" და მადრიდის "რეალს" შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება. ბასკურ-დედაქალაქური შეხვედრა დღეს, 14 იანვარს, თბილისის დროით 00:00 საათზე დაიწყება.


მომზადებულია AS-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 3 /
კაი რა ლეო, არ გვიღალატო!
barsa
15:39 14-01-2021
2
ფინალი როდიასაა ? დაწერა დაგეზარათ ?
ზურა222
19:38 14-01-2021
1

სიახლეები პოპულარული