მესის წითელი ბარათი შენელებული კადრით - იმსახურებდა ლეო გაძევებას? [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
გუშინ, 17 იანვარს, "ბილბაოს" წინააღმდეგ გამართულ ესპანეთის სუპერთასის შეხვედრაში "ბარსას" მაისურით თამაშისას პირველი წითელი ბარათი ლიონელ მესიმ მიიღო.

ბასკი თავდამსხმელის, ვილიალიბრეს წინააღმდეგ თამაშის წესების დარღვევისათვის ლეო მოედნიდან ხესუს ხილი მანსანომ გააძევა.

თუმცა კადრებში ჩანს, რომ მესის მეტოქისთვის არ ჩაურტყამს, არამედ თავიდან მოიშორა მოწინააღმდეგე, რომელიც მისთვის გადაადგილებაში ხელის შეშლას ცდილობდა...

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 17 /
წეღან,გაზეთ ლელოს საიტზე შევედი და რუსულ პრესაში გამოქვეყნებულ წერილს წავაწყდი,სადაც ჰყვებიან,როგორ გადმოუვარდნენ გულშემატკივრები,ცსკას ფეხბურთელებს,1989 წლის ივლისში,როგორ შესთავაზეს ქუთაისელებმა 3500 მანეთი,როგორ თქვეს მათ უარი,როგორ არ მისცეს ეს ფული,როგორ ეგონათ ქუთაისელებს,რომ ფული მიცემული იყო და როგორ ურტყავდნენ ქუთაისელები,რუს ფეხბურთელებს და მსაჯს,ყოველ წამს.ერთი სიტყვით,სტრიქონებს შორისაც კარგად ჩანს,რომ მატჩის წინ ფული არ მისცეს და მათაც მოგებაზე ითამაშეს,იქ სხვაც ბევრი რამე წერია,მაგრამ 1989 წლის 9 აპრილის შემდეგ,ჩვენი განწყობა,არმიელების მიმართ რომ გავიხსენე,ბუნებრივად შევადარე,თბილისის დინამოს საქციელს,ტაშკენტის პახტაკორის მიმართ,ამ გუნდის ავიაკატასტროფაში დაღუპვის შემდეგ.ამ ტრაგედიის შემდეგ,ეს პახტაკორის პირველი საშინაო თამაში იყო,მთელი სტადიონი გადაჭედილი და ატირებული.ჩემპიონობისათვის მებრძოლმა დინამომ,ის თამაში კაცურად დაუთმო მასპინძლებს და ამით,ჩემპიონობისათვის ბრძოლაში,მეტოქეებს,ფორა მისცა.შეგახსენებთ,რომ იმ წელს დინამო მეოთხე ადგილზე გავიდა,მაგრამ ამ ორი ქულით,მეორეზე გადიოდა და ჩემპიონთან,ორქულიანი სხვაობა ექნებოდა.ამ ინფორმაციის დასაკონტროლებლად,ინტერნეტში მოვიძიე 1979 წლის ჩემპიონატის მონაცემები და როცა თამაშების შედეგებს ვამოწმებდი და რომელიმე გუნდის სახელთან კურსორი მიმქონდა,გამოდის ამ გუნდის მოკლე რეზიუმე.მაგალითად ალმაათის კაირატი,ყაზახეთის ამდენგზის ჩემპიონი,ამ წელს დაარსებული,ცსკა,რუსეთის ერთერთი უდიდესი გუნდი და ასე შემდეგ.თბილისის დინამოზე კი მოკლედ წერია,"დინამო.საფეხბურთო კლუბი,თბილისიდან",თითქოს არც სსრკ ჩემპიონი ყოფილიყოს,არც თასის და არც თასების მფლობელთა თასის მფლობელი.საქართველოში მის რეგალიებზე არაფერს ვიტყვი.ეგ არიან,გაქრა მაგათი ჯიში და ახლა,კიდევ უფრო მიხარია,თბილისის ლოკომოტივმა,მაგათი ლეგენდარული,40 მილიონიანი დინამო,პატიოსან ბრძოლაში რომ გამოაგდო.თუმცა გავა წლები და შეიძლება მანდაც რაიმე დაგვაბრალონ.ეგ არც პირველი იქნება და არც უკანასკნელი.1959 წლის სპარტაკიადაზე,საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა,ლატვიის ძალიან ძლიერ ნაკრებს,სამი კაცით რომ გაუმკლავდა და მოუგო,ალბათ ყველამ იცის,მაგრამ 20-25 წლის წინ,ხელში ჩამივარდა ლეგენდარული მოსკოვის სპარტაკელი,4 ძმა სტაროტინიდან ერთერთის,წიგნი,სადაც შავით თეთრზე,აცხადებს,რომ იმ თამაშში,სამმა ლატვიელმა დაამარცხა,5 ქართველი კალათბურთელი.თაობები იცვლებიან,მაგრამ სიცრუე და უნამუსობა რჩება,ისევე როგორც მათი პოლიტიკა და მიზნები.სულ ეს არის,ამოვთქვი და ცოტა გულზე მომეშვა.ადმინ,იმედია არ დამიბლოკავთ.
სოსო
16:29 18-01-2021
2
ხელის კვრა არ იყო, უფრო ჩაარტყა რა, ეგრე ავტორის ლოგიკით მცველი ხისტად რომ გათამაშება ჩარტყმა მოსულია? უბრალოდ მესის ეხება თორემ ამაზე ბევრად ნაკლებზე გაუგდიათ
azri
15:47 18-01-2021
8

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული