სეტიენის ყოფილმა თანაშემწემ პიკეს გუნდი ჩაიბარა

AutoSharing Option
ალბათ, გახსოვთ "ბარსელონას" ყოფილი მწვრთნელის, კიკე სეტიენის, ცოტა არ იყოს და, ოდიოზური ასისტენტი ედერ სარაბია, რომელიც ხშირად თავის უფლებამოსილებას აჭარბებდა. გასული სეზონის დასრულებისთანავე სეტიენთან ერთად ისიც დაითხოვეს სამუშაოდან, ახლა კი ახალი სამსახური იშოვა.

ის "ანდორას" მთავარ მწვრთნელად დანიშნეს, რომელიც ესპანეთის მესამე ლიგაში თამაშობს. სარაბიას კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე გაუფორმეს და მიზნად გუნდის სეგუნდა დივიზიონში გადაყვანა დაუსახეს.

"ანდორა" საინვესტიციო კონსორციუმ Kosmos Group-ს ეკუთვნის, რომლის თანამფლობელი "ბარსას" მცველი ჟერარ პიკეა.

40 წლის სარაბია პირველად გახდა მთავარი მწვრთნელი. აქამდე ის, "ბარსელონას" გარდა, სეტიენის
თანაშემწე "ბეტისსა" და "ლას-პალმასში" იყო.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული