დატოვებს თუ არა "ბარსა" ლა ლიგას? - ლაპორტა პოზიციას აფიქსირებს

AutoSharing Option
"ბარსელონას" პრეზიდენტობის მთავარმა კანდიდატმა ჟოან ლაპორტამ სუპერლიგის შესახებ ისაუბრა, რომლის შექმნის შემთხვევაში, ჩემპიონთა ლიგა არსებობას შეწყვეტს და მასში მონაწილე გუნდებს ეროვნული ჩემპიონატებისადმი ინტერესიც დაეკარგებათ.

"ამ პროექტს თავისი მინუსები აქვს. მხოლოდ პირველი სამი წელი იქნება ჩაკეტილი, შემდეგ კი გავარდნა-აღზევების წესი ამოქმედდება.

ვვარაუდობ, რომ 18-გუნდიანი იქნება და 800 მილიონ ევროს მიიღებენ. მათ ეროვნული პირველობებისადმი მეტად არ ექნებათ ინტერესი.

სანამ ამ ტურნირზე მონაწილეობას გადავწყვეტ, დეტალური ახსნა-განმარტება უნდა მივიღო", - ციტირებს ლაპორტას "მარკა".

მკითხველის კომენტარები / 2 /
სრული სიგიჟეა, სრულიად მოკლავს ტელევიზით ეროვნული ჩემპიონატების ჩვენებას და კლუბების შემოსავლებს.
jango
13:24 20-01-2021
0
თუ ეს მოხდა ეგ ფეხბურთის დასასრულის დასაწყისი იქნება.ჯერ ეროვნული ჩემპიონატების მიმართ დაიკარგება ინტერესი, მერე ეროვნული ნაკრებების მიმართ იტყვიან ვის რაში სჭირდება ეს მსოფლიოს და ევროპის ჩემპინატები და ა.შ ნუ ჩვენნაირი ქვეყნებისათვის ნახდათ მოკვდება ისედაც მომაკვდავი ფეხბურთი.
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული