"რეალი" თასიდან კაცნაკლულმა მესამე ლიგის გუნდმა გამოაგდო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ესპანეთის თასის 1/16-ფინალში "რეალი" გასვლაზე დამატებით დროში 1:2 დამარცხდა მესამე ლიგის "ალკოიანოსთან" და გათამაშებას გამოეთიშა.

ექსპერიმენტული შემადგენლობით მოასპარეზე სტუმრები 45-ე წუთზე ედერ მილიტაომ დააწინაურა, მე-80 წუთზე ხოსე სობლესმა ანგარიში გაათანაბრა და დამატებითი დრო დაინიშნა. 110-ე წუთზე მსაჯმა "ალკოიანოს" თავდამსხმელი რამონ ლოპესი გააძევა და ამის შემდეგ რიცხობრივ უმცირესობაში დარჩენილმა მასპინძლებმა გამარჯვების მოპოვება შეძლეს - 115-ე წუთზე გოლი ხუანანმა გაიტანა.

"რეალი" ისტორიაში მეხუთედ გააგდო თასიდან მესამე ლიგის გუნდმა - ადრე ეს მოახერხეს: 2000/01 წლების სეზონში "ტოლედომ", "რეალ უნიონმა" (2008/09), "ალკორკონმა" (2009/10) და
"კადისმა (2015/16, რეგლამენტის დარღვევის გამო დისკვალიფიკაციისათვის).

თუმცა ნამატჩევს "ბლანკოსის" მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა თქვა, რომ ეს სირცხვილი არ არის და ამის გამო არ გაგიჟდებიან.

მკითხველის კომენტარები / 9 /
ესე ხდება ფინანსური კრიზისების გადაგორება ფეხბურთში.
Felisio
13:56 21-01-2021
2
Alcoyanos saburtalom mougo 3-1 amxanagurshi
nika
10:55 21-01-2021
1
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული