აი, მიზეზი იმისა, თუ რატომ არ უდგება გული "რეალში" სერხიო რამოსს

AutoSharing Option
"რეალი" როგორც წესი, ვეტერან ფეხბურთელებს კონტრაქტის მხოლოდ 1 სეზონით გახანგრძლივებას სთავაზობს, ასე იქცევა გუნდის 34 წლის კაპიტან სერხიო რამოსის შემთხვევაშიც და ეს მიუხედავად იმისა, რომ ის ასაკის მიუხედავად მართლაც შესანიშნავ ფორმაშია.

სერხიოს "რეალთან" ხელშეკრულება ზაფხულში უმთავრდება, კარგი კლუბები იწვევენ და კარგ პირობებსაც სთავაზობენ. ცნობისათვის, "რეალი" მას წლიური გასამრჯელოს 12 მილიონი ევროდან 10.8 მილიონამდე შემცირებას სთავაზობს.

ABC-ის ცნობით, "სამეფო კლუბის" პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი უკმაყოფილო ბრძანებულა იმის გამო, რომ სერხიო რამოსთან მოლაპარაკების დეტალებმა მედიაში გაჟონა და პირადად სურს შეხვდეს, მესამე პირის გარეშე.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თქბენ გემს მიხედეთ, გემს :))
Dato
23:18 17-01-2021
2
ყველა გუნდის პრეზიდენტებს და მწვრთნელებს, შეურცხვეთ თავები, ვინც დამსახურებულ ფეხბურთელებს არ აფასებენ. ასეთი მიდგომა მორალურად და ფსიქოლოგიურად ანადგურებენ, შესანიშნავ ფორმაში მყოფ ფეხბურთელებს. საზიზღარი ტენდეცია დაინერგა ფეხბურთში. ბარსას ფანი ვარ, მაგრამ ამ შემთხვევაში რამოს ვუგებ. სხვადასხვა ფორმით, მაგრამ ლუის სუარესაც როგორ მოექცნენ?! მეტი პატივისცემა ასეთ პროფესიონალებს.
barsa
22:29 17-01-2021
3

სიახლეები პოპულარული