ესპანეთის თასზე მესამე ლიგის "ალკოიანოსთან" მარცხმა "რეალის" მწვრთნელის, ზინედინ ზიდანის სავარძელი საკმაოდ შეარყია და კვლავ დაიწყო საუბრები მისი გადაყენების თაობაზე.
As-ის მტკიცებით, "სამეფო კლუბი" ზიდანის შემცვლელად მაურისიო პოჩეტინიოსა და ჟოზე მაურინიოს განიხილავდა, მაგრამ ამჟამად ორივე დასაქმებულია და ერთადერთი კანდიდატი დარჩა - "კასტილიას" თავკაცი რაული.
ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ზიდანი თავისი ნებით სამუშაოს დატოვებას არ აპირებს, კლუბის ხელმძღვანელობა კი სიტუაციის გამოსასწორებლად დროს მისცემს.