"ატლეტიკოს" 15-დან 14 გამარჯვება - სუარესი ბომბარდირია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლა ლიგის მე-20 ტურში "ატლეტიკომ" საკუთარ მოედანზე "ვალენსია" 3:1 დაამარცხა.

დიეგო სიმეონეს გუნდმა ჩემპიონატის ბოლო 15 მატჩიდან 14 მოიგო და მხოლოდ "რეალთან" წააგო.

ლუის სუარესმა ტურნირზე მე-12 გოლი გაიტანა და იუსეფ ელ-ნესირისთან (სევილია) ერთად ბომბარდირია. 11 გოლი "ბარსელონას" კაპიტანმა ლეო მესიმ გაიტანა.

"ატლეტიკო" 47 ქულით ლიდერია, "რეალს" - 7, ხოლო "ბარსელონას" 10 ქულით უსწრებს, თან მათზე 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული და 31 იანვარს გასვლაზე "კადისს" შეხვდება.

მადრიდი."ვანდა მეტროპოლიტანო"
ატლეტიკო - ვალენსია 3:1
გოლები: 0:1 რაჩიჩი (11), 1:1 ფელიქსი (23), 2:1 სუარესი
(54), 3:1 კორეა (72)

მკითხველის კომენტარები / 4 /
ბარსადან ლუის გაშვება იგივეა შერმადინი რომ მოაშორო ჩვენი კალათბურთის ნაკრებს.
!!!!!!
11:50 25-01-2021
0
გუნდს დაცვა არ უვარგოდა (8-2) და თავდამსხმელი გაუშვეს გუნდიდან და თან როგორი. დემბელე შეინახონ კარგად არ მიაკარონ ცივი ნიავი
ქართველი
11:29 25-01-2021
1

სიახლეები პოპულარული