ლა ლიგის მე-20 ტურში "ატლეტიკომ" საკუთარ მოედანზე "ვალენსია" 3:1 დაამარცხა.
დიეგო სიმეონეს გუნდმა ჩემპიონატის ბოლო 15 მატჩიდან 14 მოიგო და მხოლოდ "რეალთან" წააგო.
ლუის სუარესმა ტურნირზე მე-12 გოლი გაიტანა და იუსეფ ელ-ნესირისთან (სევილია) ერთად ბომბარდირია. 11 გოლი "ბარსელონას" კაპიტანმა ლეო მესიმ გაიტანა.
"ატლეტიკო" 47 ქულით ლიდერია, "რეალს" - 7, ხოლო "ბარსელონას" 10 ქულით უსწრებს, თან მათზე 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული და 31 იანვარს გასვლაზე "კადისს" შეხვდება.
მადრიდი."ვანდა მეტროპოლიტანო"
ატლეტიკო - ვალენსია 3:1
გოლები: 0:1 რაჩიჩი (11), 1:1 ფელიქსი (23), 2:1 სუარესი (54), 3:1 კორეა (72)