"შესაძლოა ჩემპიონატი მოვიგოთ..." - "ატლეტიკოს" პრეზიდენტი გუნდსა და ლუის სუარესზე საუბრობს

AutoSharing Option
"ატლეტიკოს" პრეზიდენტმა ენრიკე სერეზომ "ვალენსიასთან" გამარჯვების შემდეგ (3:1) მცირედი კომენტარი ლა ლიგის ჩემპიონობაზე და ლუის სუარესის შესანიშნავ სათამაშო ფორმაზე გააკეთა.

"შესაძლოა ჩემპიონატი მოვიგოთ ან თუნდაც წავაგოთ. ახლა სეზონის შუაში ვიმყოფებით. მიუხედავად პირველი ადგილისა, წინ დიდი გზა გვაქვს გასავლელი.

როდესაც 3 მატჩი დარჩება, მაშინ გეტყვით, რომ ჩვენ ჩემპიონები ვართ. ჩვენ ძლიერი გუნდი გვყავს, ყველაფერი კარგად მიდის, გუნდში ყველას გათავისებული აქვს თავისი მოვალეობა.

ჩვენ ყოველთვის დარწმუნებულები ვიყავით, რომ ლუის სუარესი ევროპის მასშტაბით საუკეთესო ცენტრალური თავდამსხმელი გახლავთ. ძალიან გაგვიმართლა, რომ ის ჩვენთანაა. ყველანი
ბედნიერები ვართ", - განაცხადა ენრიკე სერეზომ.

მომზადებულია Mundo Deportivo-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 5 /
საეჭვოა სიმეონემ 13 ქულა გაანიავოს,ისეთ თამაშებს იგებს ატლეტიკო სადაც არ ეკუთვნის მოგება, თუ სასწაული არ მოხდა ჩემპიონია
მამუკა
01 თებერვალი 2021 04:02
0
სიმართლე გითხრათ, მაინც ვერ გავიგე, მოსვლისთანავე რას დაეტაკა ეს კუმანი სუარეს? რამდენჯერაც გავიგებ, რომ ათლეტიკოში, სუას გააქვს გოლები, იმდენჯერ კუმანის მთელ საგვარეულოს ვუგზავნი "მოკითხვას"
ბარსა მესი.
25 იანვარი 2021 18:22
0
ბარსა მესი/// მარტო შენ არ უგზავნი მოკითხვებს კუმანს.
მამუკა
25 იანვარი 2021 22:02
0
ეჰჰ რა ვუტხარი ბარსაც ხელმძღვანელობას,სუარესის გაშვება იქნებოდაა :(((
გეგი
25 იანვარი 2021 15:43
0
შენ ბრაიტვაიტის თამაში არ გაქვს ეტყობა ნანახი :)))))))))))
ზვიადი
25 იანვარი 2021 13:59
1

სიახლეები პოპულარული