Fichajes-ის ცნობით, "რეალმა" უკრაინის ნაკრების 21 წლის მეკარე ანდრეი ლუნინი შეიძლება იჯარით "ბეტისში" გაუშვას.
მიზეზი ისაა, რომ "რეალში" ძირითადი მეკარე ტიბო კურტუაა და ლუნინს თამაში საერთოდ არ უწევს.
ლუნინი "სამეფო კლუბმა" 2018 წელს "ზორიასგან" შეიძინა და "ლეგანესში", "ვალიადოლიდსა" და "ოვიედოში" ჰყავდა განათხოვრებული.