"რეალი" სერხიო რამოსის წასვლას შეეგუა

AutoSharing Option
ჟურნალისტმა ხოსეპ პედრორელმა "რეალსა" და მცველ სერხიო რამოსს შორის ჩიხში შესული მოლაპარაკების დეტალები გაამხილა.

"რეალმა" უკვე მიმართა წინადადებით. ფლორენტინო პერესმა პირადად უთხრა სასტუმროს ნომერში, რა თანხის გადახდა შეუძლიათ. მან რამოსს ანაზღაურების 10%-ით შემცირება სთხოვა. ასეთივე თხოვნით სხვა ფეხბურთელებსაც მიმართა, იოვიჩი და ედეგორი დათანხმდნენ, სერხიო - არა. კლუბმა აცნობა, რომ დათანხმების შემთხვევაში, კონტრაქტს 2 წლით გაუგრძელებდნენ, თუ არადა - 1 წლით. სერხიომ უპასუხა, რომ სხვა გუნდების წინადადებებს შეისწავლის. მას შემდეგ არაფერი უთქვამს.

ესმით, რომ სერხიო წასასვლელად ემზადება და პერესის ზარს არ
ელოდება. თუ დარჩენა სურს, თავად უნდა დაურეკოს. უკვე შეეგუვნენ, რომ 30 ივნისს წავა", - ციტირებს პედროლელს "მარკა".

მკითხველის კომენტარები / 1 /
კაცს წვერის გასაპარსი ფული აღარ დაუტოვეს და წავა აბა რას იზამს! იქ ტატუს გასაკეთებელ თანხასაც იშოვის.
დ.დ.
23:08 29-01-2021
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული