მილიტაოს გაძევება, კურტუას მოგერიებული პენალტი - "რეალმა" ბოლო 4 მატჩიდან 3 წააგო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლა ლიგას 21-ე ტურში "რეალი" საკუთარ მოედანზე 1:2 დამარცხდა "ლევანტესთან".

მსაჯმა მე-9 წუთზე გააძევა მასპინძელთა მცველი ედერ მილიტაო. თუმცა, "რეალი" მე-13 წუთზე მარკო ასენსიომ დააწინაურა. ყოფილი მსაჯი ანდუხარ ოლივერი თვლის, რომ ეს გოლი არ უნდა ჩათვლილიყო, ვინაიდან იქამდე მადრიდელთა მცველმა ფერლან მენდიმ თამაშის წესები დაარღვია.

32-ე წუთზე ლუის მორალესმა ანგარიში გაათანაბრა, ხოლო 78-ე წუთზე როხერ მარტიმ გამარჯვების გოლი გაიტანა.

აღსანიშნავია, რომ 64-ე წუთზე მეკარე ტიბო კურტუამ მარტის მიერ დარტყმული პენალტი მოიგერია.

"სამეფო გუნდმა" ყველა ტურნირზე ბოლო 4 მატჩიდან 3 წააგო,
40 ქულით მე-2 ადგილზეა და 6 თებერვალს სტუმრად "უესკას" დაუპირისპირდება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული