მესის შთმბეჭდავი ხელფასი და სასამართლო - სპორტის ისტორიაში უდიდესი კონტრაქტი გაასაჯაროვეს

AutoSharing Option
ესპანურმა მედიამ ლიონელ მესისისა და "ბარსელონას" შორის გაფორმებული კონტრაქტის ფინანსური დეტალები გაასაჯაროვეს და აღმოჩნდა, რომ არგენტინელ ვარსკვლავს სპორტის ისტორიაში ყველაზე მსუყე ხელშეკრულება ჰქონია.

პირველად მონაცემები El Mundo-ს ჩაუვარდა ხელში. გამოცემის მიხედვით, სწორედ მესის კონტრაქტია სპორტის ისტორიაში ყველაზე ძვირიანი: ხელშეკრულების მიხედვით ლეომ 4 წელში "ბარსელონასაგან" 555 237 610 ევრო უნდა მიიღოს. მონაცემების მიხედვით, კონტრაქტის ამოწურვამდე 5 თვით ადრე არგენტინელმა უკვე 551 540 545 ევრო გამოიმუშავა.

დოკუმენტი 30 გვერდისაგან შედგება. "ბარსა" ვალდებულია ლიონელ სეზონში 138 მილიონი ევრო გადაუხადოს + ბონუსები: კონტრაქტის გაფორმების
115 225 000 ევრო, ხოლო ერთგულების სანაცვლოდ 77 929 955 ევრო.

მესის მიმდინარე კონტრაქტი 2017 წლის ნოემბრიდან 2021 წლის 30 ივნისამდე მოქმედებს. 2020 წლის სეზონის შუაში ლეოს "ბლაუგრანას" დატოვება სურდა, თუმცა ექსპრეზიდენტმა ხოსეპ ბართომეუმ გუნდიდან არ გაუშვა.

მესი კი გავრცელებული ინფორმაციის გამო "ბარსელონას" ხელმძღვანელობისთვის სასამართლოში ჩივილს აპირებს. "ბარსელონაში" კი ყველაფერს უარყოფენ და ამბობენ, ამ დოკუმენტის გამოქვეყნებასთან ჩვენ რა ხელი გვაქვსო, ასეთ კონფიდენციალურ ინფორმაციას როგორ გავასაჯაროებდითო...

არგენტინელის მიზანში კი სამი ადამიანია და სარჩელს სწორედ მათ წინააღმდეგ შეიტანს. პირველი "ბარსას" ექსპრეზიდენტი ხოსეპ ბართომეუ გახლავთ. მეორე ექსაღმასრულებელი დირექტორი ოსკარ გრაუ. ორივე მათგანი კონტრაქტის ხელმოწერაზე იყო პასუხისმგებელი. ხოლო მესამე კი "ბარსელონას" პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელი კარლეს ტუსკეტსია, რომელსაც ასევე მუწვდებოდა ხელი დოკუმენტზე.

მკითხველის კომენტარები / 17 /
ჩვენი სენია სხვის ჯიბეში ფულის დათვლა და ჭორაობა. დაუწუწუნია როდესმე ბარსელონას მენეჯმენტს მესის ამხელა ხელფასის გამო კლუბი გაკოტრების პირასააო? - არა. მიაღწევდა ბარსა მესის გარეშე იმ შედეგებს? - ვერა. კლუბი ყოველ ფინანსურ წელს მოგებით ასრულებდა და ამ ყველაფერში მესის დიდი დამსახურებაა. ღმერთმა შეარგოს რაც მისი შრომითა და ოფლით მოუპოვებია.
გულშემატკივარი
03 თებერვალი 2021 09:55
0
იმიტომ უჩივის რომ გამომჟღავნდა რა შანტაჟისტი არამზადაც არის.ზოგიერთ ჭკუისკოლოფს კიდევ თუ მიაჩნია რომ ბარსას ერთგულია.
თემო
02 თებერვალი 2021 15:00
5
ოოო რა გამწარებულები ხართ, მესის გამო? "ღარიბი" როლანდო როგორა გყავთ? ან ნეიმარი ან კიდევ მპაბე? მათ ხელფასებს და ბონუსებს თუ ითვლით?
არამზადა თემოს.
03 თებერვალი 2021 13:41
0
გაძარცვა რასაც ქვია ბარსა ამან.
და კიდევ პრეტენზია აქვს.
ჭკუა ქონდეთ გაუშვებდენ ამას
las
01 თებერვალი 2021 17:56
4
მოგვწონს თუ არა ეს ამბავი სიმართლე ისაა, რომ ფეხბურთი დიდ სანახაობასთან ერთად ძალიან დიდი ბიზნესიცაა. კომერციული პერსპექტივით თუ შევხედავთ ერთი კითხვა უნდა დავსვათ: მესისთვის გადახდილი თანხა მისგან მიღებული სარგებლის ტოლფასია თუ არა ფინანსური თვალსაზრისით? ვფიქრობ რომ კი
მეორეს მხრივ თუ ბარსა მესის ამგვარ კონტრაქტს არ გაუფორმებდა და გაუშვებდა ჯერ საკითხავია 1 მილიარდიანი შემოსავალი ექნებოდა თუ არა და მეორე რომც ჰქონოდა გაჭირვებულ ხალხს დაურიგებდა? ამის ვის სჯერა?
გლობალურად კი ერთი რამეს ვერ უარვყოფთ ჩვენ საბაზრო ეკონომიკის პირობებში ვცხოვრობთ და ყველაფერს მოთხოვნა-მიწოდების კანონი არეგულირებს.
საბოლოო ჯამში კოვიდ-კრიზისმა მიიყვანა კლუბი ფინანსურ უფსკრულამდე და არა მესიმ.
როგორც უბრალო გულშემატკივარი ვისურვებდი, რომ კლუბსა და ფეხბურთელს შორის შეთანხმება შემდგარიყო და იმდენი მიეცათ რამდენის თავიც აქვთ გაკოტრების გარეშე.
უბრალო გულშემატკივარი
01 თებერვალი 2021 16:20
0
რა გაქვთ სადავო და გასარჩევი?
კლუბს რამდენიც უღირდა იმდენს უხდიდა, რაც არ შეეძლო იმას ვერ გადაუხდიდა, ეს უკვე არა ფეხბრუთელის თავსატკივარია არამედ მენეჯმენტის. უღირდა პსჟ-ს მილიარდერ მდლობელს და ნეიმარში 222 მილიონი ევრო ანუ 260 მილიონი დოლარი გადაიხადა, ნეიმარის ბრალი იყო რომ ამხელა გადაიხადა მისმა ახალმა კლუბმა? იმდენს იხდიან რამდენიც უღირთ და აქ მთავრდება ყველა სადავო თემა და ლოგიკა, რომ მოითხოვოს კონტრაქტის გასაგრძელებლად 300 მილიონი წელიწადში, ამის უფლებაც აქვს, მისი ჯანმრთელობა და მისი ცხოვრების დრო ეწირება იმას რომ ვიღაცას ამბიცია აქვს, მესი ჰყავდეს კლუბში.
სხვათაშორის მაგ 555 მილიონი ევროდან ლამის ნახევარი გადასახადებში მიდის, ასე რომ მესის ესპანეთის ბიუჯეტში ძალიან დიდი ფული შეაქვს.
jango
01 თებერვალი 2021 14:05
0
ამ მესის ჰეიტერებს ფეხბურთი ხომ არ გესმით, არ გესმით. ჩვეულებრივ ლოგიკასთანაც და სკოლის არითმეტიკასთან პრობლემები გქონიათ. მესის რა ფინანსური მოგებაც მოაქვს გუნდისთვის სხვადასხვა კონტრაქტებით, მისი თუნდაც მარტო მაისურების გაყიდვით, იმ თანხას გამოაკელით მესის ხელფასი (ქვეშმიწერით, ან ვინმე სკოლის მოსწავლე დაიხმარეთ) კარგად დახედეთ და მოგვასვენეთ.
არტ
01 თებერვალი 2021 12:54
1
ეს თუ მართალია ამ არამზადებმა მოილაპარაკეს და ბარსას წეწავდნენ და ფულს იყოფდნენ.138 მილიონი წელიწადში თან პრემიალურები.ამხელა ფულით მარტოს უნდა მოეგო ყველაფერი.ოქროს ბურთებში რამდენი აქვს გადახდილი.
ფუი შენ კაცობას
01 თებერვალი 2021 11:00
10
საბჭოთა კავშირში რომ თამაშობდეს 555 მანეთი ექნებოდა ხელფასი და მთელ ბენეფიტებს მთავრობა მიიღებდა. რომელი უფრო სამართლიანია? საკითხავი სწორედ ეს არის!
გელა
01 თებერვალი 2021 10:23
2
მოდით სიმართლეს გეტყვით რა: მე პირადად ბარსას ფანი არ ვყოფილვარ გულით. ბავშვობიდან მილანის ფანი ვარ. მაგრამ ბარასას ვგულშემატკივრობ მესის გამო. ახლა ჩემნაირი რამდენია მსოფლიოში წარმოიდგინეთ, რომ მესისი გაომ ბალეშიკობს ბარსას. მარტო ესეც საკმარისია იმ თანხისთვის რაც აქ წერია. წარმოიდგინეთ მაქედან ნახევრის ნახევარმა რომ მესის მაიკა იყიდოს რამხელა მოგება დარჩებათ აქედან? კოლოსალური. უღირთ. მესი მესია და ასე იქნება სადაც არ უნდა წავიდეს. წავა პსჟ? იქ ვუგულშემატკივრებ. იმიტომ რომ როცა მესის თამაშ ვუყურებ სულ იმის მოლოდინი მაქ აგერ იზავს რამეს აგერ იზავს რამეს და რო გააკეთებს თუნდაც ერთ რამეს მთელი თამაში ნული ხდება ამის გაკეთებულთან. მიდი მესი მოწველე ეგ ძაღლები ეგენი. აი შენ რომ წახვალ ვისაც არ უნდა გადაუხადონ თუნდაც ორი ამდენი ვერასოდეს ვერ ამოიღებენ ფულს. შენ ბრენდი ხარ და კარგად გაყიდვადიც. ასე რომ სპეკულაციას მორჩით და შეარგეთ კაცს. რაც ამან ქნა იმის მეასედი ქენით თქვენ და რასაც იშოვით ღმერთმა შეგარგოთ
zura
01 თებერვალი 2021 03:39
0
ამას გაუკოტრებია ბარსა
ომბუცმენი
31 იანვარი 2021 23:30
3

სიახლეები პოპულარული