მესის შთმბეჭდავი ხელფასი და სასამართლო - სპორტის ისტორიაში უდიდესი კონტრაქტი გაასაჯაროვეს

AutoSharing Option
ესპანურმა მედიამ ლიონელ მესისისა და "ბარსელონას" შორის გაფორმებული კონტრაქტის ფინანსური დეტალები გაასაჯაროვეს და აღმოჩნდა, რომ არგენტინელ ვარსკვლავს სპორტის ისტორიაში ყველაზე მსუყე ხელშეკრულება ჰქონია.

პირველად მონაცემები El Mundo-ს ჩაუვარდა ხელში. გამოცემის მიხედვით, სწორედ მესის კონტრაქტია სპორტის ისტორიაში ყველაზე ძვირიანი: ხელშეკრულების მიხედვით ლეომ 4 წელში "ბარსელონასაგან" 555 237 610 ევრო უნდა მიიღოს. მონაცემების მიხედვით, კონტრაქტის ამოწურვამდე 5 თვით ადრე არგენტინელმა უკვე 551 540 545 ევრო გამოიმუშავა.

დოკუმენტი 30 გვერდისაგან შედგება. "ბარსა" ვალდებულია ლიონელ სეზონში 138 მილიონი ევრო გადაუხადოს + ბონუსები: კონტრაქტის გაფორმების
115 225 000 ევრო, ხოლო ერთგულების სანაცვლოდ 77 929 955 ევრო.

მესის მიმდინარე კონტრაქტი 2017 წლის ნოემბრიდან 2021 წლის 30 ივნისამდე მოქმედებს. 2020 წლის სეზონის შუაში ლეოს "ბლაუგრანას" დატოვება სურდა, თუმცა ექსპრეზიდენტმა ხოსეპ ბართომეუმ გუნდიდან არ გაუშვა.

მესი კი გავრცელებული ინფორმაციის გამო "ბარსელონას" ხელმძღვანელობისთვის სასამართლოში ჩივილს აპირებს. "ბარსელონაში" კი ყველაფერს უარყოფენ და ამბობენ, ამ დოკუმენტის გამოქვეყნებასთან ჩვენ რა ხელი გვაქვსო, ასეთ კონფიდენციალურ ინფორმაციას როგორ გავასაჯაროებდითო...

არგენტინელის მიზანში კი სამი ადამიანია და სარჩელს სწორედ მათ წინააღმდეგ შეიტანს. პირველი "ბარსას" ექსპრეზიდენტი ხოსეპ ბართომეუ გახლავთ. მეორე ექსაღმასრულებელი დირექტორი ოსკარ გრაუ. ორივე მათგანი კონტრაქტის ხელმოწერაზე იყო პასუხისმგებელი. ხოლო მესამე კი "ბარსელონას" პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელი კარლეს ტუსკეტსია, რომელსაც ასევე მუწვდებოდა ხელი დოკუმენტზე.

მკითხველის კომენტარები / 17 /
ფეხბურთელს აძლევენ ასობით მილიონს და ამ დროს მსოფლიოში მილიონობით ადამიანი მარტივი რაღაცეებით კვდება. აფრიკაში სუფთა წყალი არ აქვთ არსად თითქმის და რაღაც უბრალო ბაქტერიით იხოცებიან. მილიონები!!
გენა
19:01 31-01-2021
4
მოდით სიმართლეს გეტყვით რა: მე პირადად ბარსას ფანი არ ვყოფილვარ გულით. ბავშვობიდან მილანის ფანი ვარ. მაგრამ ბარასას ვგულშემატკივრობ მესის გამო. ახლა ჩემნაირი რამდენია მსოფლიოში წარმოიდგინეთ, რომ მესისი გაომ ბალეშიკობს ბარსას. მარტო ესეც საკმარისია იმ თანხისთვის რაც აქ წერია. წარმოიდგინეთ მაქედან ნახევრის ნახევარმა რომ მესის მაიკა იყიდოს რამხელა მოგება დარჩებათ აქედან? კოლოსალური. უღირთ. მესი მესია და ასე იქნება სადაც არ უნდა წავიდეს. წავა პსჟ? იქ ვუგულშემატკივრებ. იმიტომ რომ როცა მესის თამაშ ვუყურებ სულ იმის მოლოდინი მაქ აგერ იზავს რამეს აგერ იზავს რამეს და რო გააკეთებს თუნდაც ერთ რამეს მთელი თამაში ნული ხდება ამის გაკეთებულთან. მიდი მესი მოწველე ეგ ძაღლები ეგენი. აი შენ რომ წახვალ ვისაც არ უნდა გადაუხადონ თუნდაც ორი ამდენი ვერასოდეს ვერ ამოიღებენ ფულს. შენ ბრენდი ხარ და კარგად გაყიდვადიც. ასე რომ სპეკულაციას მორჩით და შეარგეთ კაცს. რაც ამან ქნა იმის მეასედი ქენით თქვენ და რასაც იშოვით ღმერთმა შეგარგოთ
zura
03:39 01-02-2021
0

სიახლეები პოპულარული