"ბარსელონა"-"გრანადა" 5:3 - მატჩი იყო თუ ჰოლივუდური სცენარი? [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ესპანეთის თასის 1/4-ფინალში "ბარსელონამ" სტუმრად დამატებით დროში "გრანადა" 5:3 დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა.

არადა, მასპინძლები 88-ე წუთამდე 2:0-ს იგებდნენ და გამარჯვებულის ვინაობა თითქმის გადაწყვეტილი იყო. როგორც შემდგომ აღმოჩნდა, მხოლოდ "თითქმის". შემდეგ ანტუან გრიზმანმა და ჟორდი ალბამ ანგარიში გაათანაბრეს, დამატებით დროში კი კატალონიურმა გუნდმა იმარჯვა.

გრიზმანმა დუბლი და 2 საგოლე გადაცემა მიითვალა. მის ანგარიშზე 2021 წელს 7 გოლი და 6 საგოლე გადაცემაა. ალბამ დუბლი შეასრულა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა.

გრანადა. "ნუევო ლოს კარმენესი"
გრანადა - ბარსელონა 3:5 (ძირ. დრო 2:2)
გოლები: 1:0
კენედი (33), 2:0 სოლდადო (47), 1:2 გრიზმანი (88), 2:2 ალბა (90+2), 2:3 გრიზმანი (100), 3:3 ვიკო (103, პენ), 3:4 დე იონგი (108), 3:5 ალბა (113)

მკითხველის კომენტარები / 1 /
გრანადასთან მოგება თითქოს თავისთავად რაღაც სენსაციური არ უნდა ყოფილიყო რომ არა მატჩის საოცარი მიმდინარეობა. ასეთი მატჩი ძალიან იშვიათად მინახავს. მოგება იმ პირობებში, როდესაც ორ გოლს უშვებ ერთიდაიგივე ფეხბურთელის ბავშვური შეცდომების გამო. საშინლად არ გიმართლებს, თითქოს ბურთს მოწინააღმდეგის კარში შესვლა არაფრით არ უნდა, და მაინც გამარჯვება. როგორც იქნა ათამაშდა გრიზმანი, საოცარი იყო ალბა. მესი...ნუ ამ ადამიანზე რა უნდა თქვა -სიტყვები გამოლეულია. პლეიმეიკინგი უმაღლესი დონის. გრანადას კი დიდი მადლობა ამ საოცარი მატჩისათვის.
არტ
02:34 05-02-2021
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული