"ბარსელონამ" "გრანადასთან" მატჩში ისტორიული შედეგი დააფიქსირა

AutoSharing Option
გუშინ, 3 თებერვალს, კოპა დელ რეის მეოთხედფინალურ შეხვედრაში "გრანადა" "ბარსელონას" დაუპირისპირდა. მატჩი სტუმართა გამარჯვებით, 5:3 დასრულდა. 

შეხვედრის ძირითად დროში გამარჯვებული ვერ გამოვლინდა (2:2), ხოლო დამატებით ორ 15-წუთიან ტაიმში კატალონიელებმა 3 ბურთი გაიტანეს. თავი ანტუან გრიზმანმა, ფრენკი დე იონგმა და ხორდი ალბამ გამოიჩინეს. 

"ბლაუგრანას" 121-წლიან ისტორიაში ასეთი შედეგი არასდროს დაფიქსირებულა, როდესაც "ლურჯ-ბროწეულისფერებმა" დამატებით დროში სამი ბურთი გაიტანეს. 

მომზადებულია sports-ის მიხედვით

alt"ბარსელონა"-"გრანადა" 5:3 - მატჩი იყო თუ ჰოლივუდური სცენარი? [VIDEO]


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული