ლ ლიგას 21-ე ტურში "რეალმა" გასვლაზე 2:1 სძლია აუტსაიდერ "უესკას".
შესვენების შემდეგ მასპინძლები ხავიერ გალანმა დააწინაურა, მაგრამ ამის შემდეგ "სამეფო გუნდს" მხსნელად რაფაელ ვარანი მოევლინა, რომელმაც დუბლი შეასრულა.
ვარანს ბოლო 13 თვის განმავლობაში პრიმერაზე გოლი არ ჰქონდა გატანილი. მან ნამტჩევს განაცხადა, რომ ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვეს და ამან სიტუაცია უკეთესობისაკენ უნდა შეცვალოს.
"რეალი" 43 ქულით მეორე ადგილზეა და 10 თებერვალს "ხეტაფეს" უმასპინძლებს.