სუარესი შეუჩერებელია - "ატლეტიკომ" "სელტას" ვერ სძლია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლა ლიგის 22-ე ტურში "ატლეტიკომ" საკუთარ მოედანზე "სელტა" ვერ დაამარცხა (2:2) და მისი 8-მატჩიანი მოგებათა სერია შეწყდა.

ვიგოელები მე-13 წუთზე სანტი მინამ წინ გაიყვანა, რის შემდეგაც ლუის სუარესმა დუბლი შეასრულა და "ატლეტიკო" დააწინაურა, 89-ე წუთზე კი ფერეირამ ანგარიში გაათანაბრა.

ლიდერი "ატლეტიკო" "ბარსელონასა" და "რეალს" 8 ქულით უსწრებს, თან 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული და 13 თებერვალს სტუმრად "გრანადას" შეხვდება.

სუარესი 16 გოლით ბომბარდირია. მესისა (ბარსელონა) და ენ-ნესირის (სევილია) 13-13 გოლი აქვთ გატანილი. ურუგვაელმა პრიმერაზე 16 გოლი 17 მატჩში გაიტანა, რაც
XXI საუკუნის რეკორდია.

მკითხველის კომენტარები / 1 /
გოლის შემდეგ მისი ცნობილი ჟესტი რას ნიშნავს ვინმემ იცის?
??????
17:56 09-02-2021
0

სიახლეები პოპულარული