ლა ლიგის 22-ე ტურში "ატლეტიკომ" საკუთარ მოედანზე "სელტა" ვერ დაამარცხა (2:2) და მისი 8-მატჩიანი მოგებათა სერია შეწყდა.
ვიგოელები მე-13 წუთზე სანტი მინამ წინ გაიყვანა, რის შემდეგაც ლუის სუარესმა დუბლი შეასრულა და "ატლეტიკო" დააწინაურა, 89-ე წუთზე კი ფერეირამ ანგარიში გაათანაბრა.
ლიდერი "ატლეტიკო" "ბარსელონასა" და "რეალს" 8 ქულით უსწრებს, თან 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული და 13 თებერვალს სტუმრად "გრანადას" შეხვდება.
სუარესი 16 გოლით ბომბარდირია. მესისა (ბარსელონა) და ენ-ნესირის (სევილია) 13-13 გოლი აქვთ გატანილი. ურუგვაელმა პრიმერაზე 16 გოლი 17 მატჩში გაიტანა, რაც XXI საუკუნის რეკორდია.