ტრინკაუმ "ბარსელონაში" სადებიუტო გოლის შემდეგ "ლამბორგინი" შეიძინა

AutoSharing Option
"ბარსელონას" 21 წლის ნახევარმცველმა ტრინკაუმ "ბეტისთან" მატჩში (3:2) სადებიუტო გოლი გაიტანა, შემდეგ კი საკუთარ თავს საჩუქარი გაუკეთა.

პორტუგალიელმა ექსკლუზიური Lamborghini Huracan EVO შეიძინა. ამის შესახებ ინფორმაცია ავტოდილერმა თავის "ტვიტერზე" გაავრცელა.

"სრულიად განსაკუთრებული Lamborghini Huracan EVO "ბარსელონას" ფეხბურთელ ტრინკაუსთვის. ისიამოვნე და დიდი მადლობა ნდობისათვის", - წერს კომპანია JM Automoción-ის წარმომადგენელი.

ავტომობილის საბაზო კომპლექტაციის ღირებულება 250 ათასი ევროა. მისი ძრავა 640 ცხენის ძალისაა, მაქსიმალური სიჩქარე 325 კმ-სთ-ია, ხოლო 100 კმ-სთ სისწრაფე 2.9 წამში შუძლია განავითაროს.

მკითხველის კომენტარები / 1 /
მესი რომ ყოველ გატანილ გოლზე მანქანას ყიდულობდეს ეხლა ავტო ბაზრობა ექნებოდა
დ:)
11:34 10-02-2021
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული