ნეგრედო: ამ წყვილთან თამაშის წინ არ მეძინა...

AutoSharing Option
"კადისის" ფორვარდმა ალვარა ნეგრედომ იმ ცენტრალური მცველების შესახებ ისაუბრა, რომლებსაც ყველაზე ძლიერად მიიჩნევს, მათ შორის, ვისაც კარიერის მანძილზე დაუპირისპირდა.

"ყველაზე ძლიერი მოწინააღმდეგე პუიოლი იყო. მაშინ ძალიან ახალგაზრდა ვიყავი, თავს ზევით ყველაფერს ხსნიდა.

იგივე დამოკიდებულება მაქვს სერხიო რამოსის მიმართ. ის ძალიან ბევრი კუთხით არის ძლიერი, ბევრი პროდუქტიული თვისება აქვს. გაშინებს, ბურთთან ერთად კარგად თამაშობს და ვაჟკაცურად იბრძვის.

პეპე და მე "ბეშიქთაშში" გადავიკვეთეთ, როცა ის "რეალში" რამოსთან ერთად წყვილში თამაშობდა, თამაშის წინ ვერ ვიძინებდი", - თქვა ნეგრედომ.

მომზადებულია Mundo Deportivo-ს მიხედვით



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული