მიემხრო თუ არა მსაჯი "რეალს"? 2 სადავო ეპიზოდი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"რეალთან" ჩემპიონთა ლიგის პირველ 1/8-ფინალურ მატჩში მსაჯმა ტობიას შტილერმა "ატალანტას" ნახევარმცველი რემო ფროილერი მე-17 წუთზე გააძევა, რადგან ჩათვალა, რომ ბერგამოელის მიერ წაქცეული ფერლან მენდი მეკარესთან პირისპირ დაუბრკოლებლივ გადიოდა. თუმცა ბევრმა მიიჩნია, რომ ფროილერი წითელ ბარათს არ იმსახურებდა. ასეა თუ ისე, შტილერის ვერდიქტმა თამაშის შემდგომ მიმდინარეობასა და შედეგზე დიდი გავლენა მოახდინა.

საერთოდ, სადავო სიტუაციებში მსაჯები გადაწყვეტილებებს გრანდების სასარგებლოდ იღებენ. მაგალითად, ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფებში "რეალისა" და "ბარსელონას" მეტოქე გუნდების ფეხბურთელები ყველაზე მეტჯერ - 15-ჯერ გააძევეს.

აღნიშნულ მომენტზე As-თან კომენტარი ყოფილმა არბიტრმა ედუარდო
იტურალდე გონსალესმა გააკეთა:

"ისეთი დარღვევა იყო, ყვითელი ბარათის მიცემაც შეიძლებოდა და წითელისაც.

მენდი გადიოდა და მსაჯმა წითელი ბარათით დასაჯა. მენდი განზე გადიოდა და წაიქცა.

ჩვენ ამ ეპიზოდს ტელევიზორში ვუყურებთ. ჩვენ ხედვის ერთი წერტილი გვაქვს, რეფერის კი მოედანზე - მეორე. ასეთ ვითარებაში VAR-ს არ შეუძლია ჩაერიოს. მოედანზე არბიტრს მოეჩვენა, რომ ეს წითელი ბარათი იყო".

მეორე ეპიზოდი კი მურიელისა და ლუკას ვასკესის ორთაბრძოლას ეხებოდა. კოლუმბიელი ესპანელთან შეჯახებისას საჯარიმოში წაიქცა. ბევრის აზრით, ამ ეპიზოდში თამაშის წესებს ფორვარდი არღვევდა, ბევრს კი დამნაშავედ ვასკესი მიაჩნია.

მკითხველის კომენტარები / 18 /
უდგებიან თუ ემხრობიან?
ტაბუ
10:34 25-02-2021
1
კი არ მოეჩვენა მეკარესთან პირისპირ რჩებოდა და საერთოდ უხეშობამ წალეკა ფეხბურთი რასაც ფიფა და უეფა ხელს უწყობს.ადრე ყოველ მე-2 ბარათზე თამაშს ტოვებდნენ ახლა 5-მდე გაზარდეს.ნახეთ რამდენი ტრამვირებულია ყოველ გუნდში.
ამაშია საქმე
10:32 25-02-2021
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული