"ბარსელონას" ყოფილი პრეზიდენტი ბართომეუ დააპატიმრეს

AutoSharing Option
დღეს, 1-ელ მარტს, კატალონიის "ბარსელონას" ყოფილი პრეზიდენტი ხოსეპ მარია ბართომეუ დააკავეს. მასთან ერთად წინადაკავების იზოლატორში კლუბის ყოფილი დირექტორი ოსკარ გრაუ და ადვოკატი რომანე გომესი იმყოფებიან.

"ბლაუგრანას" ოფისი დღეს კომპეტენტურმა ორგანომ გაჩხრიკა. საქმე კორუფციას ეხება. გამოძიების თქმით, ბართომეუ კორუფციაში მონაწილეობდა. 

"ბარსარეიტი" - ეს გახლავთ ორგანიზაცია, რომელსაც ხოსეპმა კონკრეტული თანხა გადაუხადა, რათა დამამცირებელი სიახლეები იმ ხალხის, მათ შორის, მოთამაშეების წინააღმდეგ გამოექვეყნებინათ, რომლებიც ყოფილი პრეზიდენტის წინააღმდეგ წავიდნენ და მის გადადგომას ითხოვდნენ. ამ სიაში "ბარსელონას" ამჟამინდელი ფეხბურთელები ჟერარდ პიკე და ლიონელ მესი მოხვდნენ. 

"ბარსარეიტის"
ცნობით, ბართომეუმ ცილისწამებისთვის თანხა 6-ჯერ გადაუხადა. 2020 წელს, სასამართლოს განჩინებით, კომპეტენტური ორგანო "ბლაუგრანას" ოფისში ინფორმაციის მოსაგროვებლად მივიდა. 

მომზადებულია marca-ს მიხედვით

altმუქარის წერილების შემდეგ ბართომეუმ "ტვიტერის" აქაუნთი დახურა


მკითხველის კომენტარები / 16 /
კორუფცია ყველგან არის ევროპაშიც და რუსეთშიც, ოღონდ მასშტაბები არის ძალიან განსხვავებული და რუსეთIსგან განსხვავებით ევროპაში ეს საქმიანობა დასჯადია. ;)
ზურა
18:46 01-03-2021
0
ბართუშ მოგეწია ცოდვები? სუარესის გაშვებისთვის, მესის წინააღმდეგ შავი პიარი, ბარსასთვის ყოვლად შეუფერებელი ტრანსფერები და მისგან მაყუთის მოტეხისთვის (არა ბიჭო, არ შეიტყაპუნებდი რა?) და ბოლოს თვითონ /დიდი გუნდის/ სახელისთვის, ზიანის მიყენებისათვის.
გელა
18:20 01-03-2021
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული