"ბარსელონას" ყოფილი პრეზიდენტი ბართომეუ დააპატიმრეს

AutoSharing Option
დღეს, 1-ელ მარტს, კატალონიის "ბარსელონას" ყოფილი პრეზიდენტი ხოსეპ მარია ბართომეუ დააკავეს. მასთან ერთად წინადაკავების იზოლატორში კლუბის ყოფილი დირექტორი ოსკარ გრაუ და ადვოკატი რომანე გომესი იმყოფებიან.

"ბლაუგრანას" ოფისი დღეს კომპეტენტურმა ორგანომ გაჩხრიკა. საქმე კორუფციას ეხება. გამოძიების თქმით, ბართომეუ კორუფციაში მონაწილეობდა. 

"ბარსარეიტი" - ეს გახლავთ ორგანიზაცია, რომელსაც ხოსეპმა კონკრეტული თანხა გადაუხადა, რათა დამამცირებელი სიახლეები იმ ხალხის, მათ შორის, მოთამაშეების წინააღმდეგ გამოექვეყნებინათ, რომლებიც ყოფილი პრეზიდენტის წინააღმდეგ წავიდნენ და მის გადადგომას ითხოვდნენ. ამ სიაში "ბარსელონას" ამჟამინდელი ფეხბურთელები ჟერარდ პიკე და ლიონელ მესი მოხვდნენ. 

"ბარსარეიტის"
ცნობით, ბართომეუმ ცილისწამებისთვის თანხა 6-ჯერ გადაუხადა. 2020 წელს, სასამართლოს განჩინებით, კომპეტენტური ორგანო "ბლაუგრანას" ოფისში ინფორმაციის მოსაგროვებლად მივიდა. 

მომზადებულია marca-ს მიხედვით

altმუქარის წერილების შემდეგ ბართომეუმ "ტვიტერის" აქაუნთი დახურა


მკითხველის კომენტარები / 16 /
ფეხბურთელი რომელიც რამდენჯერმე მშობლიურ ხალხს დააშანტაჟებს ნაკრებში აღარ ვითამაშებო და ასევე აღმზრდელ გუნდს გაწეწავს კაცებში ერთ ადგილს ვეძახით.აბა კრიშტიანოს და სხვა დიდ ფეხბურთელებს ასეთი რამე თავში როგორ მოუვიდოდათ საყვარელ ხალხზე ასეთი შეურაცხმყოფელი ზემოქმედება მოეხდინათ.ამიტომაც მათ აღმერთებენ და მესის კაცადაც არა თვლიან.ვინც ამას ვერ ხვდებით თქვენთან ლაპარაკიც არა ღირს.
კაცური კანონი
12:34 02-03-2021
4
ხომ ვიძახი, საკმარისია ბარსაზე რამე ისეთი დაიწეროს, ეგრევე შემოცვივდებიან ბოღმები და იქავებენ ერთ ადგილებს.
ბარსა
23:30 01-03-2021
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული