ლაპორტამ "ბარსას" პრეზიდენტის პოსტი დაიბრუნა

AutoSharing Option
დღეს, 8 მარტს, თბილისის დროით 00:00 საათზე, "ბარსელონას" საპრეზიდენტი არჩევნები დასრულდა.

23:00 საათის მონაცემებით, ხმის მიცემაში კლუბის 35 013-მა წევრმა მიიღო მონაწილეობა, ხოლო კიდევ 2 0663-მა ადამიანმა ხმა ფოსტის საშუალებით მისცა.

როგორც მოსალოდნელი იყო, ჟოან ლაპორტამ გაიმარჯვა, რომელსაც ამომრჩეველთა 58.3%-მა მისცა ხმა. ვიქტორ ფონტმა ხმების 31.3% მიიღო, ხოლო ტონი ფრეიშამ - 9.3%.

"ჩვენ ვნახეთ, როგორ მივიდა მესი არჩევნებზე. მას უყვარს "ბარსელონა". ჩვენ საუკეთესო ფეხბურთელთან ერთად დიდი ოჯახი ვართ", - წერს ლაპორტა "ტვიტერზე".

ის კატალონიური კლუბის პრეზიდენტი 2003-10 წლებში იყო და
ამ პერიოდში გუნდმა ოთხჯერ ლა ლიგა და ორჯერ ჩემპიონთა ლიგა მოიგო.

მკითხველის კომენტარები / 4 /
წიტაიშვილი კარგი იქნებოდა ბარსასთვის
მალხაზი
10:34 08-03-2021
8
ლაპორტას და ბარსას ვულოცავთ, აჩევნების ლოგიკურად დასრულებას! გაიმარჯვა იმ კანდიდატმა, ვისაც უნდა გაემარჯვა! წინ ბარსა!
barsa
10:12 08-03-2021
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული