ლაპორტა ირწმუნება, რომ "ბარსას" ჰოლანის შეძენა შეუძლია

AutoSharing Option
"ბარსელონას" პრეზიდენტი ჟოან ლაპორტა დარწმუნებულია, რომ მიუხედავად კლუბის ფინანსური პრობლემებისა, "დორტმუნდის" თავდამსხმელ ერლინ ჰოლანის შეძენა შეუძლიათ, - ამის შესახებ მან კატალონიის რადიოსთან განაცხადა.

ლაპორტას ფეხბურთელის აგენტ მინო რაიოლასთან კარგი ურთიერთობა აქვს და ტრანსფერის გაჩარხვას იმედოვნებს. ის აცხადებს, რომ კრიზისის დაძლევის საუკეთესო საშუალება ძლიერი გუნდის შექმნაა.

20 წლის ნორვეგიელმა ამ სეზონში ბუნდესლიგის 19 მატჩში 19 გოლი (1 პენალტით) გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული