"ბარსელონას" ფორვარდი ლიონელ მესი ფანებს საწვრთნელი ბაზის ჭიშკართან გაუნაწყენდა და ამის ამსახველი ვიდეომასალა ინტერნეტით გავრცელდა.
"რატომ აგრძელებთ ერთი და იმავე რაღაცის გადაღებას, როცა ეს უკვე ბევრჯერ გაგიკეთებიათ? როგორ ფიქრობთ, ეს ნორმალურია? გეყოფათ რა!" - მიმართა ლეომ ფანებს.
"ბლაუგრანას" ლეგენდას ფანებთან ურთიერთობის დალაგება არ გასჭირვებია. საპასუხოდ ეგრევე მოუბოდიშეს: "გვაპატიე, ლეო!"
მესი გასული სეზონის ბოლოს კლუბის დატოვებას აპირებდა. არგენტინელ ვარსკვლავს კატალონიელებთან კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულში ეწურება.
მომზადებულია Eurosport-ის მიხედვით