“იმედია, მალე გამოჯანმრთელდები...” - აზარი “რეალს” დიდი ხნით გამოაკლდა

AutoSharing Option
მადრიდის “რეალის” შემტევი ედენ აზარი კვლავ ტრავმირებულია. “ლოს ბლანკოსის” ფეხბურთელმა წელის კუნთის ტრავმა ორშაბათს გამართულ ვარჯიშზე მიიღო. 

30 წლის შემტევი ტრავმიდან ლა ლიგის ბოლო ტურში “ელჩესთან” დაბრუნდა და შეხვედრის ბოლო 15 წუთი ითამაშა. 

ბელგიელი “ატალანტას” წინააღმდეგ გასამართ შეხვედრაში ძირითადი თერთმეტეულის წევრად არ მოიაზრებოდა, თუმცა, როგორც სათადარიგო მოთამაშე, ის ესპანელებს ნამდვილად წაადგებოდათ. 

სავარაუდოდ, აზარი 4-6 კვირამდე იუქმებს. როგორც ჩანს, ესპანური კლუბის მთავარ მწვრთნელ ზინედინ ზიდანს პრობლემები არ ელევა.

ამ ცუდ სიახლეს “რეალის” ლიდერი ქარიმ ბენზემაც გამოეხმაურა, რომელმაც განაცხადა:

”მე ძალიან გულდაწყვეტილი
ვარ. ის მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა და მას ჩვენი დახმარება შეუძლია. სამწუხაროდ, ის იმედგაცრუებულია, რადგან ტრავმიანობის გამო მის ვარსკვლავურ სტატუსს ვეღარ ამტკიცებს. ჩვენ მისი დახმარება გვინდა. იმედია, მალე გამოჯანმრთელდები” - განაცხადა ბენზემამ.

მომზადებულია Marca-ს მიხედვით


altბენზემამ "ელჩეს" თამაში შემოუტრიალა

მკითხველის კომენტარები / 1 /
ჩაკვეტაძედ გადაიქცა რაა.რეალის კოუტინიო,
Master
18:36 15-03-2021
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული