"ბარსელონას" ყოფილმა ნახევარმცველმა ხავიმ, რომელიც ამჟამად ყატარის "ალ-ახლის" მწვრთნელია, კატალონიური კლუბის პრეზიდენტად ჟოან ლაპორტას არჩევაზე გააკეთა კომენტარი:
"ლაპორტა ჩემი კარგი მეგობარია. მე მას ძალიან კარგად ვიცნობ. რაც კი შესაძლებელია, "ბარსელონასთვის" ყველაფერს გააკეთებს. ის ძალიან კარგი ადამიანია. საუკეთესო პრეზიდენტია, რომელიც "ბარსელონაში" მყავდა.
დარწმუნებული ვარ, ლაპორტა "ბარსელონას" სპორტულად და ეკონომიკურად ააღორძინებს. ბევრი პრობლემაა გადასაჭრელი, მაგრამ ეს ლაპორტას ძალუძს. მას ყოველივე საუკეთესოს ვუსურვებ. მასთან კავშირი მაქვს და მისი წარმატება მახარებს. ასევე, მესის დარჩენის იმედი მაქვს. "ბარსელონას" მესი, მესის კი "ბარსელონა" სჭირდება", - ციტირებს
ხავის beIN Sports Arabia.