სარასგან სარასთან - კასილიასს ახალი გულისსწორი ჰყავს

AutoSharing Option
ცნობილი გახდა მიზეზი, თუ რატომ დასცილდა "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მეკარე იკერ კასილიასი 11-წლიანი ერთად ცხოვრების შემდეგ მეუღლეს, სარა კარბონეროს.

ჟურნალი "სემანა" იტყობინება, რომ კასილიასი მალაგელ მომღერალ სარა დენეზს ხვდება, უკანასკნელ ხანს ერთად არიან და გასული უქმეებიც ანდალუსიაში გაატარეს.

თუმცა, დენეზი სოცილურ ქსელში წერს, რომ კასილიასთან მხოლოდ მეგობრული ურთიერთობა აკავშირებს.

Sportall.Ge

სარა კარბონერო ცნობილი ესპანელი სპორტული ტელეწამყვანი იყო. მას და იკერს ორი შვილი ჰყავთ - 7 წლის მარტინი და 5 წლის ლუკასი.

მკითხველის კომენტარები / 1 /
მშვენიერია. თუ სარას სახელზე აქვს ტატუ, არ მოუწევს გადეკეთება.. ;დ
ქუთაისელი
11:50 19-03-2021
0

სიახლეები პოპულარული