
იკერ კასილასი და სარა კარბონერო 5-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ დაშორდნენ ერთმანეთს. ეს წყვილი ცნობილი ბევრად ადრე გახდა, მაშინ, როდესაც 2010 წელს იკერმა ესპანეთის ნაკრების შემადგენლობაში მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგო, ლეგენდარულმა მეკარემ ინტერვიუს დროს ჟურნალისტ შეყვარებულს აკოცა.

Lecturas-ის ცნობით, კასილასსაც და კარბონეროსაც ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები ჰქონდათ. ერთმა გულის შეტევა გადაიტანა, მეორეს კი კიბო დაუდგინეს.
იკერი რამდენიმე კვირის წინ სარას საავადმყოფოში ახლდა, თუმცა Lecturas-ის ცნობით, ისინი უკვე დიდი ხანია ცალ-ცალკე ცხოვრობენ.
მომზადებულია marca-ს მიხედვით
მესი კასილასს: შენ წინააღმდეგ თამაში მიჭირდა, შენი დამსახურებაა, რომ...